გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში (3-1), რაფინია ბელოლიმ ბენფიკას დუბლი შეუსრულა.
ბრაზილიელი შემტევი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ზემოხსენებულ ტურნირზე უკვე 11 გოლი დაუგროვდა — აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი ბარსელონას ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ამაზე მეტი გოლი გაიტანა.
ამასთან, ბელოლი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში ერთადერთი ბრაზილიელია, რომელმაც ერთ სეზონში 10-ზე მეტი გოლი შეაგდო. “ბლაუგრანას” ერთ-ერთმა ლიდერმა ისეთი ვარსკვლავები ჩამოიტოვა, როგორებიც ნეიმარი, რივალდო, კაკა და სხვები არიან.
გარდა ამისა, რაფინია ბარსაში გატანილი გოლების რაოდენობით თანამემამულე რონალდო ნაზარიოს დაეწია – ორივეს ანგარიშზე 47 ბურთია.
რაფინიას მთელი ტურნირი წინ აქვს და შეუძლია, რეკორდების დამხობა განაგრძოს.
რაც შეეხება ბარსელონას — ჰანსი ფლიკის გუნდმა ბენფიკა ორმატჩიან დუელში 4-1 დაამარცხა და 1/4-ფინალში დორტმუნდს ან ლილს დაუპირისპირდება.
რაფინიამ ასე თუ გააგრძელა გაასწრებს წესით მესის,დიდი ალბათობაა რომ ლილი შეგვხდეს და მანდ 1-2 გოლი თუ გაიტანა გადაუსწრებს ვატყობ.ლილიც და დორტმუნდი შემტევი გუნდია და ეგ უფრო გვაწყობს ჩვენ გახსნილი თამაში ვიდრე ავტობუსი
და რეალის "ვარსკვლავები" მბაპე, ვინისიუსი, ბელინგემი, თუ როდრიგო სად არიან? ოქროს ბურთის კანდიდატების სიებს განიხილავენ. უბედურება იმაშია, რომ თვითონ მადრიდელები დღე და ღამე ანჩელოტის გინებაში არიან სვარკას გვაყურებინებსო, ზოგიერთმა კი ასეთი სიტყვაც თქვა: რაც მთავარია ტიტულებს ხო დებსო და დაიკიდეთ თამაშიო. აი ასეთი გულშემატკივარი ყავს რეალს, უფრო სწორედ ამ ახალგაზრდებმა რო გადაწყვიტეს ვისთვის ექომაგათ ჯერ დაგუგლეს და რო დარწმუნდნენ რეალი იყო ყველაზე ტიტულოვანი ამიტომ გახდნენ"მადრიდისტები" როგორც მათი ადმინია "მადრიდისტა".