“რომას” მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგით კმაყოფილია.
“ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი გუნდი მეოთხედფინალშია. წილისყრის შედეგითაც კმაყოფილი ვარ, რადგან წინასწარ ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე შეგვხვდებოდა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის და საუკეთესო ფეხბურთელის, მესის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. ვეცდებით, ამ შეხვედრას პოზიტიურ განწყობაზე შევხვდეთ, მოედანზე თამაშისთვის გავალთ. ბუნებრივია, რომ მოთამაშეები ამ მატჩს მოუთმენლად ელიან, მაგრამ მე მათ ვურჩიე, რომ საქმეს მეთოდურად მიუდგნენ. თუ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაში გვინდა, ჯერ ეს იტალიის ჩემპიონატში იქამდე გასამართ შეხვედრებში უნდა გავაკეთოთ”. – ამბობს დი ფრანჩესკო.
ან უბრალოდ მესის მივცეთ პასი
ვაღიაროთ, გაგვიმართლა, რომა დღეს-დღეობით (და არც არასდროს) არ არის იმ კალიბრის გუნდი, რომელსაც ბარსელონასთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.
ნაინგოლანს შორიდან არ უნდა დავარტყმევინოთ უნდერი პეროტს და ელ შარავის ახლოდან უნდა ვეთამაშოთ და ჯეკოს ბურთი არ უნდა მივაღებინოთ ამას თუ გავაკეთებღ ჩავთვალოთ რომ კამპნოუზე გადავწყვეტთ ყველაფერს
წამოყვირებას ვერ მოასწრებთ ბოლომდე რომ შეგიპამპალებენ კატალონიელები.:დ