“ბარსელონას” ყოფილმა ფორვარდმა, ჰენრიკ ლარსონმა განაცხადა, რომ რონალდინიომ თავისი პოტენციალის სრული რეალიზება ვერ მოახდინა.
“ვფიქრობ, რონალდინიოს ესმოდა, რომ საუკეთესო იყო და ალბათ, სწორედ ეს უშლიდა ხელს განვითარებაში. ნათელია, რომ ბრაზილიელს უფრო მეტი შეეძლო. გაუჩოს არ ჰქონდა ისეთი სტიმული, როგორიც მესისა და რონალდუს აქვთ. პორტუგალიელი და არგენტინელი ერთმანეთს ეჯიბრებიან.
თუმცა, რონალდინიო თავისი მიღწევებით ბედნიერია! როცა კმაყოფილი ხარ იმით, რაც გაქვს, აბსოლიტურ პიკს ვერ მიაღწევ.”-ამბობს ჰენრიკი.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ ახლო წარსულში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.




magaze vinc shegedaveba mesis perso fania da ara fexburtis
სულ სხვა იყო გაუჩო
Stimuli kiara,braziliuri seni daemartab
magaze vinc shegedaveba mesis perso fania da ara fexburtis
რონალდინიოს სტილი არავის აქვს ამაზე ვთანხდებიით