“გუნდი ახლა კარგ კონდინციაშია. მართლია ჩვენ ბოლო ორ თამაშში ვერ ვიმარჯვეთ, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულ თამაშს. გუნდს ეს მარცხი არ დატყობია, ვფიქრობ ჩემს გუნდს შესწევს იმის ძალა გაიმარჯვოს ხვალინდელ მატჩში და პირველობა კვლავ გაიმტკიცოს. ჩვენ ყველა თამაშს ვერ მოვიგებდით, ამას ფეხბურთელებიც ხვდებოდნენ. ახლა უკვე მოგებების დროა, მოწინააღმდეგეები ძლიერნი არიან, ამიტომაც არ უნდა მოვდუნდეთ”.
“”ატლეტიკი” ძალიან კარგი გუნდია. ჰყავს კარგი დაცვა და კარგი შეტევა, წელს მათ 3– ჯერ დავუპირისპირდით, ერთხელ ლა ლიგაში და ერთხელაც თასზე. თასზე ძალიან გაგვიჭირდა, ბილბაო სახლშიც და გასვლაზეც კარგ ფეხბურთს თამაშობს. ბასკური კლუბი უდიდესი ტრადიციების მატარებელია”.
“ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ ლონდონში, მართალია დავმარცხდით, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს შანსები. ყველაფერი გამოსწორებადია”.
გვარდიოლამ დასასრულს განაცხადა, რომ დავიდ ვილია მწყობრშია, ასევე განაცხადა, რომ პუიოლი ჯერ არ არის მზად მოედანზე გამოსასვლელად. სულ ბოლოს კი დაიცვა თავისებურად ლეო მესი. მადრიდულმა გაზეთმა “მარკამ” არგენტინელის წინააღმდეგ ააგორა ტალღა ვითომდა არგენტინელის ვერგატანილი ბურთის შემდეგ წააგო “ბარსელონამ” თამაში. გვარდიოლამ განაცხადა, რომ ასეთი მომენტი ყველას მოსდის და ამაზე ყურადღების გამახვილება არ არის საჭირო.