ლუის სუარესი ლა ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, რომელსაც დღეს 31 წელი შეუსრულდა, დეკემბერში 4 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მათ შორის იყო გოლი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ “ელ კლასიკოში”, ასევე გოლები “დეპორტივოს”, “ვილიარეალის” და “სელტას” კარში.
“ელ პისტოლერო”, ბოლო დროს, საკმაოდ კარგ ფორმაშია და 2018 წელსაც მის ანგარიშზე უკვე არის 2 გოლი და 1 ასისტი. მიმდინარე სეზონში, სუარესი “ბარსას” პირველი ფეხბურთელია, რომელიც თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
სუარესი ჯილდოს 28 იანვარს, “ალავესთან” მატჩის წინ მიიღებს.




არადა მესი იყო უკეთესი
მგელო
იმედია წლის საუკეთესოც იქნები