დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სევილიაში “ბარსელონა”-“რეალ ბეტისის” დაპირისპირება დაიწყება. წარმოგიდგენთ შეხვედრის პრევიუს.
გუნდების სიახლეები
“ბარსელონას” განაცხადში დაბრუნდა სამუელ უმტიტი, რომელმაც ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო. ასევე დაბრუნდა დეულოფეუც, მაგრამ კიდევ 5 ფეხბურთელი კვლავ ტრავმირებული რჩება, მათ შორის ფილიპე კოუტინიო. რაც შეეხება იერი მინას, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დღეს მისი დებიუტი არ შედგება. სრული განაცხადი.
“ბეტისს” უბრუნდება ორი მოთამაშე, ზუაირ ფედალი და აისა მანდი, რომლებსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდათ. ანდალუსიელთა მხრიდან ტრავმირებული მხოლოდ ანტონიო ბარაგანია, კატალონიელთა ყოფილი თანაგუნდელი, კრისტიან ტელიო კი, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება.
მწვრთნელების გადმოსახედიდან
ერნესტო ვალვერდემ მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ “ბეტისისგან” გაბედულ თამაშს ელის, რადგან ეს შემტევი გუნდია, რომელიც ბურთის კონტროლზე აკეთებს აქცენტს. “ბეტისის” დამრიგებლის, კიკე სეტიენის თქმით კი, მისი ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან და კატალონიელებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ.
ფორმა
რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონამ” 29 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, როცა კოპა დელ რეის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში “ესპანიოლთან” 0-1 დამარცხდა. იქამდე, უკანასკნელი 10 შეხვედრიდან, ვალვერდეს შეგირდებმა 8 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, 7 მატჩში კი კარი მშრალად შეინახეს.
“რეალ ბეტისმა” 5 მოუგებელი მატჩის შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა და ახლა საკმაოდ კარგ ფორმაშია. ბოლო 4-დან 3 შემთხვევაში ანდალუსიელებმა გაიმარჯვეს, მათ შორის დერბიში “სევილიას” წინააღმდეგ და 10 გოლი გაიტანეს.
ურთიერთშეხვედრები
2004 წლის შემდეგ “ბარსა” “ბეტისთან” 2-ჯერ დამარცხდა, ბოლო 10 მატჩიდან კი 8 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დამთავრდა, მათ შორის, სწორედ “ბენიტო ვილიამარინზე” გამართული მატჩი წინა სეზონში.
1996 წლიდან მოყოლებული, ამ გუნდების დაპირისპირება უგოლოდ არ დასრულებულა. თითქმის 20 წელია, ორივე გუნდის მხრიდან ჯამში 2-ზე მეტი გოლი გადის.
სეზონის პირველი წრე სწორედ “ბარსელონა”-“ბეტისის” დაპირისპირებით დაიწყო და ის მატჩი მასპინძლებმა საკმაოდ დამაჯერებლად, 2-0 მოიგეს. პირველი ბურთი ანდალუსიელებმა საკუთარ კარში შეაგდეს, მეორე კი სერჟი რობერტომ გაიტანა.
3-1სოვიიგებთ
გამწარებული იქნება ბარსა ესპანიოლთან წაგების შემდეგ