ერნესტო ვალვერდე “ბეტისთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ბეტისთან” მატჩის წინ

ხვალ, ლა ლიგის მეორე წრის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” სტუმრად “ბეტისს” დაუპირისპირდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

სეზონის მეორე ნახევარი

ჩვენი მიზანია, ისე გავაგრძელოთ გამოსვლა, როგორც ამას პირველ წრეში ვაკეთებდით. დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ. თუმცა, დასაწყისითვის “ბეტისის” სახით ისეთი ოპონენტი გვყავს, რომელთანაც იოლი გამარჯვების მოპოვებაში დარწმუნებული წინასწარ ვერ ვიქნებით”. 

ბეტისი

ბეტისი” საკმაოდ გაბედულად თამაშობს. ანდალუსიელები უპირატესობას ბურთის კონტროლს ანიჭებენ და ამის გაკეთებას მეტოქის ნახევარზეც ცდილობენ. ამ გუნდისთვის დამახასიათებელი გახსნილი, შემტევი ფეხბურთია. უკანასკნელი შედეგები მათზე ფსიქოლოგიურად კარგად მოქმედებს, განსაკუთრებით “სევილიასთან” გამარჯვება. საინტერესო და რთული დაპირისპირება გველის.

იერი მინა

“მინას ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დეტალი მოგვარებულია და მას თამაში უკვე შეუძლია. ამაზე თვითონ ფეხბურთელსაც ველაპარაკე. ვუთხარი, დიდი შანსია, ის ხვალ შემადგენლობაში მოხვდეს. კოლუმბიელს ჯერ ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, ეს მისთვის არც ისე ადვილი პროცესია”.

ფილიპე კოუტინიო

“კოუტინიო პროგრესირებს და ტრავმას კარგად უმკლავდება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ კონკრეტულ თარიღს, თუ როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას. ეს რომ გავაკეთო, მისთვის დამატებითი ზეწოლა იქნება. როცა ჩავთვლი, რომ ყველაფერი მოგვარებულია, კოუტინიო განაცხადში მოხვდება”. 

ლა ლიგა და კოპა დელ რეი

“ესპანეთის თასის განმეორებითი შეხვედრა “ესპანიოლთან”, რომელიც ხუთშაბათს უნდა გაიმართოს, ამ თამაშზე კონცენტრირებაში ხელს არ შეგვიშლის. საერთოდ, ფეხბურთელები ლა ლიგაზე უფრო ახდენენ ფოკუსირებას, ვიდრე თასზე”.

ტრავმები

“ტრავმები ბოლო დროს ჩვენი მთავარი პრობლემაა. განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ტრავმირებული ფეხბურთელების პოზიციაზე თამაშობენ, რადგან მათ დასვენების დრო არ ეძლევათ. იმედია, ყველა დაზიანებული მოთამაშე მალე დაბრუნდება. ეს თვითონ მათთვისაც იქნება კარგი, რადგან სათამაშო პრაქტიკას მიიღებენ და დანარჩენებისთვისაც, რადგან გადაღლას თავს აარიდებენ”. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Don_Andresito
    schedule 25 აგვ 2019, 12:33
    #5

    grizmani tamashshi ro ertvebodes marcxena kraize sajarimodan shors ki ar unda daayeno she qlibo. naxevarmcveli ki araa

  • M10 S9 D11
    schedule 25 აგვ 2019, 00:21
    #4

    ვაიიი ერთი ხვალ არ მოგიგია თამაში დედას მიგიცენზურებ შე ცხვირგასიებულო

  • davidus2020
    schedule 21 იან 2018, 00:15
    #3

    ვალიკო წესიერი სასტავი დააყენე ხვალე, ესპანიოლთან რო ექსპერიმენტები გააკეთე აღარა საჭირო,პირველ წრეზე ცუდად არც მეორე წრე უნდა ჩავატაროთ, თან ნამდვილად მაგარი სასტავი გვყავს,მართალია ბევრი დამტრეულია , მჯერა მალე გამოჯამრთელდებიან. მალადეც ჟირონას ნამდვილად კარგი გუნდია, ესპანიოლივით ბარსას კონკურენტებს არ უწვება, აგერ უყურებ ვერც ვალენსია იგებს.

  • zuka10
    schedule 20 იან 2018, 23:24
    #2

    ატლეტიკო დაკარგა ქულები კარგი შანსია უფრო გავექცეთ

  • jvn777
    schedule 20 იან 2018, 22:38
    #1

    Minas debiuti xval iqneba albat DA coutinho romc sheedzlos espanioltan aravitar shemtxvevashi arunda atamashoa sheidzleba tranva kvkav gaumizezdes tan espanuols mogeba unda DA bindzurad itamasheben