“ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის კარგი სიახლეა: ბრაზილიელი ახალწვეული, ფილიპე კოუტინიო, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
“სიუტატ ესპორტივაზე” დღევანდელი სავარჯიშო სესია ერნესტო ვალვერდეს პრეს-კონფერენციის შემდეგ დაიწყო და მასში მონაწილეობა კოუტინიომ პირველად მიიღო. მასთან ერთად, დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად ტრავმირებული პაკო ალკასერი და სამუელ უმტიტიც იყვნენ.
სამაგიეროდ, სესია გამოტოვა სამმა მოთამაშემ, რომლებიც, დიდი ალბათობით, “ბეტისთან” განაცხადში ვერ მოხვდებიან. ესენი არიან: უსმან დემბელე, ხავიერ მასკერანო და ანდრეს ინიესტა.
როგორც იცით, ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა სევილიაში, “ბენიტო ვილიამარინზე” ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.




კაია
ეს დემბელეც დაბრუნდეს მალე
კაია მაგარი ფეხბურთელია ასემგონია ინო კოუ ბუსკო გვეყოლება