“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ესპანიოლთან” მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
უსმან დემბელე
“დემბელეს ტრავმის გამო გადაჭარბებულ დრამას არ შევქმნით. ეჭვიც არ მეპარება, რომ ფეხბურთელი ამ სიტუაციიდან მარტივად გამოვა. მას შემდეგ, რაც მან წინა ტრავმა მოიშუშა, მოედანზე დაბრუნება ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო, რადგან ეს იყო ჩვენი გეგმა. ახლაც ზუსტად იგივეს გავაკეთებთ. იმედი მაქვს, ის მას ძალიან დიდი დრო არ გაუცდება”.
სამუელ უმტიტი
“ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მოახერხებს უმტიტი დაბრუნებას. ჯერ ამაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, ადრეა, მაგრამ მას დიდი ხანიც არ დააგვიანდება. გამოჯანსაღების პროცესი კარგად მიმდინარეობს”.
იერი მინა
“მინა ჯერ ვერ ითამაშებს, იმიტომ, რომ ტრანსფერთან დაკავშირებული დეტალებია მოსაგვარებელი. ის აქ ყოფნას თანდათან ეჩვევა, ამით ბედნიერია, მისი თანაგუნდელებიც კმაყოფილი არიან. ვფიქრობ, მალე ის გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება, მაგრამ ამისთვის მან მოედანზე ბევრი რამ უნდა დაამტკიცოს და კონკურენციას გაუძლოს”.
ანდრეს ინიესტა
“ინიესტას ამ სეზონში რამდენიმე მცირე ტრავმის გადატანა მოუხდა. კარგი იქნებოდა, ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ეს ფეხბურთია. მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და ვცდილობთ, სერიოზული დაზიანება თავიდან ავარიდოთ”.
ლუის სუარესი
“სუარესი უნივერსალი ფეხბურთელია, რომელსაც ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ მე მას ტიპიური 9-იანის პოზიციაზე ვხედავ. ის ბურთს აკონტროლებს და გოლების გატანას ახერხებს. სეზონის დასაწყისში ლუისი შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლო დროს მან მოუმატა და გატანაც დაიწყო. ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, რადგან მცირე ჩავარნა ყველა ფორვარდს აქვს”.
ესპანიოლი
“თასის ნახევარფინალში გასვლა ადვილი ნამდვილად არ იქნება, ჩვენს მომავალ მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. “ესპანიოლი” ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი და გამორჩეული კლუბი იყო, მაგრამ ახლა ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და საქმეს პროფესიონალურად მივუდგეთ. ჩემი მოვალეობაა, “ბარსელონასთან” ერთად ეს 2-მატჩიანი დუელი გამარჯვებით დავასრულო”.




ვალოო აბა შენ იცი
რაკიტიჩი ყავს და რაში ჭირდება სუარესი. 11რაკიტიჩი რომ ყავდეს 11ივეს ათამაშებდა.
ყველაზე ცუდი მწვრთნელია ბარსას ისტორიაში. ტატა მარტინოს ამის შემადგენლონა რომ მისცა ჩემპ.ლიგა ჯიბეში ექნებოდა
წინა მატჩში დიდი უპირატესობა გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ მაგალითად მესის პენალტი დენისის საგოლე მომენტი მაგრამ ეხლა ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ და არამგონია ბარსას გაუჭირდეს
4-1ვიგებთ
ამათ თუ გრიზმანიც დაემატა შეიძლება ვალვერდე წავიდეს 😀 თავის ტკივილები დასჩემდეს ბევრი ფიქრისგან. ყველა ასნავნოი რატოა, სკამზე ვინმე ხო უნდა დარჩეს. რეგულარულად ერთი არა, ხან ვინ ხან ვინ. მცირე როტაციები არ აწყენს გუნდს. რეალმა მაგით მოიგო ტიტულები, სკამით თორე ასნავნოი ჩვენ ისეთი გვყავდა დავადუღეთ ორივე კლასიკოში. 1 ქულა აგვიღეს ისიც იღბალის ხარჯზე. მარა ჩვენი გუნდი რო გამოიწურა და ტრიომ დაუსვენებლად რო ითამაშა რეალს ყავდა მორატა ხამესები. ზატო ეხლა ტრიო კი არა კვარტეტი გვყავს შეტევაში. ფართო არჩევანი ნახევარდაცვაში და დაცვის ყველა პოზიციაზე კონკურენცია. კარგია ეგ. ლიგა უნდა დაიდოს მალე, უფრო მომავალ წელს ვიდრე ამ სეზონში.
იმას ვფიქრობ რომ შენ ვერანაირად გეცოდინება რომ 2 წელი მაგრად ითამაშებს კიდევ ..
აზარიი მოიყვანოოონ დ ა არგვინდა გრიზმანი სუა იყოს ფორვარდად და აზარი ნეიმარის ადგილას და კოუ ინიესტას ადგილას და მერეე წავაა ფრინავიი თამაშებიი ფლანგებიდაან აუუუუ რას გაასწორებს აზარი- კოუს დუეტი