მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდეს არმიამ „ანოეტა“ აიღო!

ვალვერდეს არმიამ „ანოეტა“ აიღო!

დიახ დიახ, არ გეჩვენებათ, ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა “ანოეტაზე” მოიგეს – ბოლოს მსგავსი შემთხვევა, როდესაც “ბარსელონამ” ამ სტადიონზე ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში იმარჯვა, 2007 წლის 5 მაისს დაფიქსირდა. მაშინ, ანდრეს ინიესტასა და სამუელ ეტო’ოს გოლებით, კატალონიელებმა მეტოქეს 2:0 სძლიეს.

დღევანდელი შეხვედრა ბევრად უფრო დრამატული გამოდგა. ვილიან ხოსესა და ხუანმის გოლების წყალობით 34-ე წუთზე მასპინძლებს უკვე 2-ბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ და “ანოეტა” თითქოს ზედიზედ მე-11 წლის მანძილზე ხელშეუხებელი დარჩა. თუმცა, არსებული დეფიციტის მიუხედავად კატალონიელები არ დანებდნენ და მათმა შრომამ შედეგი გამოიღო.

პირველი ტაიმის მიწურულს, 39-ე წუთზე, პაულინიომ ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ტაიმის სტარტზე კი (50′) ლუის სუარესმა ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად ცუდი ამინდისა, კატალონიურმა გრანდმა მატჩი სასურველი სცენართ წარმართა და მალევე, “ლურჯ-შინდისფერთა” ურუგვაელმა გოლეადორმა ტაბლოზე ის ანგარიში დააფიქსირა, რომელიც პირველ ნახევარში ქომაგთა დიდი ნაწილისთვის ალბათ წარმოუდგენელი იყო.

შეხვედრას საბოლოო წერტილი პლანეტის საუკეთესო მოთამაშემ, ლეო მესიმ დაუსვა – არგენტინელმა საჯარიმო დარტყმა იმდენად საოცრად შეასრულა, რომ “სოსიედადის” მეკარე რეაგირების გარეშე აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს.

16 გამარჯვება, 3 ფრე, 52 გატანილი გოლი, 9 გაშვებული ბურთი და 51 ქულა – ერნესტო ვალვერდემ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ წრეში იდეალური შედეგი აჩვენა. კატალონიელები ბომბარდირთა დავაშიც კი ლიდერობენ – ლეო მესი (17) და ლუის სუარესი (13). მოცემულ მომენტში ლა ლიგის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (23)

  • gio575
    schedule 15 იან 2018, 02:07

    ციტატა: Magician

    ციტატა: publius kornelius

    ციტატა: Magician
    შემდეგი რა დარჩა ასაღები? 😀


    stemforylinji


    სრულიად გეთანხმები.


    მაგათ მზესუმზირასავით გავკვნეტავთ 🙂

  • Magician
    schedule 15 იან 2018, 02:05

    ციტატა: publius kornelius

    ციტატა: Magician
    შემდეგი რა დარჩა ასაღები? 😀


    stemforylinji


    სრულიად გეთანხმები.

  • gio575
    schedule 15 იან 2018, 02:03

    ეს სევილია რა ჩოილარი გუნდია რა….მოეგო და რეალს ხო ქულებით გაუტოლდებოდა…უფრო მაგარი სანახავი იქნებოდა სატურნირო ცხრილი…

    ციტატა: BEKA84
    რაც ადრე გავიფორმებთ ლა ლიგას უფრო მეტი დრო გვექნება ლიგაზე! ვისკა ბარსა! p.s. 2-0 რო ვაგებდით სულ არ ვღელავდი ვიცოდი და მჯეროდა გუნდის! და კიდევ პ.ს. პ.ს. გომეში პირველად გავდა ფეხბურთელს!!!!


    მე მაინც ვერ მივამსგავსე და ჯობია მალე გაუშვან…