13 იანვარს “ბარსელონამ” იერი მინა ოფიციალურად წარადგინა. კოლუმბიელი ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” “პალმეირასიდან” გადაბარგდა.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ახალგაზრდა მცველი კატალონიელთა საშინაო არენაზე თავმოყრილი ქომაგების წინაშე წარსდგა.
“მინა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ქომაგებს გაახარებს.”-ამბობს ხოსეპ მარია ბართომეუ.



ისე ეგ პიკეს უნდა მიამაგრონ, ანუ პირადად იმუშაოს მასთან და ძალიან ბევრი საფეხბურთო საიდუმლო გაანდოს, ყველაზე მეტად ის თუ როგორ უნდა დაიკიდოს რონალდუც და ბეილიც ერთ ადგილზე და საჯარიმოში ბურთთან არ მიაკაროს, მაგალითად შეიძლება ბოლო კლასიკოდან ვიდეოები ანახოს.
24
სრულიად ვეთანხმები ZAZO-ს, თუკი უმტიტივით გაამართლა მართლაც ძლიერი დაცვითი ზონა შეიქმნება, რაც თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია!!!-წარმატებები ახალწვეულს!!!
პიკეს ღირსეული შემცვლელი იქნება მგონია რატომღაც. წარმატებები იერი ! ბევრი ტიტული მოგეგოს. ბარსელონა მეტია ვიდრე კლუბი !
ეს კაცი 100% ით გაამართლებს მეორე სართულზე ჭირდება ბარსას გაძლიერება თან მაგარი პიროვნებაა <3