workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: რაფაელ ბენიტესს კლემან ლანგლეს გადაბირება სურს

Sport: რაფაელ ბენიტესს კლემან ლანგლეს გადაბირება სურს

“ბარსელონას” ფრანგი ფეხბურთელი, შესაძლოა, კლემან ლანგლე, მომდევნო სეზონიდან “ევერტონის” რიგებში ვიხილოთ.

Sport-ის მტკიცებით, მერსისაიდელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, რაფა ბენიტესს, ლანგლეს გადაბირება სურს. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ იერი მინა, რომელიც “ევერტონს” სწორედ “ბარსადან” შეუერთდა, მის სათამაშო სქემას ვერ მოერგება, მის შემცვლელად კი ლანგლეს მოიაზრებს. მან “ევერტონის” ხელმძღვანელობას 26 წლის მცველის შეძენის თხოვნით უკვე მიმართა.

გადადგომამდე, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ლანგლეს ხელშეკრულება 2026 წლამდე გაუხანგრძლივა. სათანადო შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, კუმანი და ლაპორტა მის გაშვებას დათანხმდებიან. გუნდისთვის, ლანგლეს გაშვება კარგი იქნება როგორც სპორტული, ასევე ფინანსური კუთხით – “ბარსელონა”, მესისთან ახალი კონტრაქტის დასადებად, სახელფასო ბიუჯეტის შემცირებას ცდილობს.

“ბლაუგრანამ” ლანგლე 2018 წელს, “სევილიადან”, 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეიძინა. მას შემდეგ, ფრანგმა “ბარსას” მაისურით 133 შეხვედრა ჩაატარა. ამჟამად, Transfermarkt მას 25 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (19)

  • nika 54
    schedule 14 ივლ 2021, 12:19
    #19

    ციტატა: Albicelecte
    ერთადერთი ღირსება – ცაციაა smiley smiley
    უდიდესი ძალა მოწინააღმდეგისათვის, როდესაც ეს მოედანზეა
    10-12 წინააღმდეგ
    თუ დემბელეც მოედანზეა, მაშინ 9-12-ზე
    თუ მსაჯებიც მადრიდისტები არიან, 9-15-ზე მიდის თამაში
    და მერე ვაგონოთ მესის, რატომ ტრიპლეტი არ იდება მაგისი ასე და ისეო smiley barca-6 barca-6


    ვაი რო მართალი ხარ საუბედუროდ.

  • El pistolero 9
    schedule 14 ივლ 2021, 12:01
    #18

    წაიღეეეეთ

  • Don_Andresito
    schedule 14 ივლ 2021, 11:52
    #17

    უთამაშებელ მინაში მოგვცეს 30 და ძირითადის კაცში 35 მაინც გადაგვიხდიან. მისწრებაა ახლა ამის გაყიდვა. იქნებ ლაპორტის ფული შეიკრას. პროსტა ზე ამბიციური ლენგლე როგორ გადავა ევერტონში

  • me da barca
    schedule 14 ივლ 2021, 11:17
    #16

    ბართომ ყველა ფეხბურთელში ორმაგი და სამმაგი გადაიხადა, დაუნიშნა ასტრონომიული ხელფასები და ეს მიზანმიმართულად გააკეთა,

  • Albicelecte
    schedule 14 ივლ 2021, 10:44
    #15

    ერთადერთი ღირსება – ცაციაა smiley smiley
    უდიდესი ძალა მოწინააღმდეგისათვის, როდესაც ეს მოედანზეა
    10-12 წინააღმდეგ
    თუ დემბელეც მოედანზეა, მაშინ 9-12-ზე
    თუ მსაჯებიც მადრიდისტები არიან, 9-15-ზე მიდის თამაში
    და მერე ვაგონოთ მესის, რატომ ტრიპლეტი არ იდება მაგისი ასე და ისეო smiley barca-6 barca-6

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 14 ივლ 2021, 10:20
    #14

    "…გადადგომამდე, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ლანგლეს ხელშეკრულება 2026 წლამდე გაუხანგრძლივა…" 😂😂😂😂

  • Barca1980
    schedule 14 ივლ 2021, 10:15
    #13

    ბარსელონა აცხადებს ფრანგული კვირეულის დღეებს , გასაყიდად გამოტანილია ყოფილი მმართველის პირადი კოლექცია : პატარა პრინცი , ტუტუცი(სულხან-საბას მიხედვით) , ჯამბაზი და კარის მცველი . მყიდველი დასაჩუქრდება ერთწლიანი აბონემენტით , ბარსელონას საშინაო და საგარეო მატჩებზე , პირადი ადგილით ნოუ კამპზე . 😁😁

  • KING_BARCA
    schedule 14 ივლ 2021, 03:18
    #12

    აჩუქეთ…გაატანეთ….)))) ეს რო მიდის მოწინააღმდეგეზე, თუ საჯარიმოა 11 მეტრიანის მეშინია, თუ საჯარიმოს გარეთაა ყვითელი ან წითელი ბარათის)))) არ მახსენდება ისეთი დრო რო მეთქვას ლენგლე კარგად დგას თქო…არასდროს…ამას რაუნდა ბარსელონაში საერთოდ….

  • Ronaldinho..
    schedule 14 ივლ 2021, 02:06
    #11

    ლენგლე გაყიდონ და რომერო იყიდონ🥲🥲🥲

  • Albicelecte
    schedule 14 ივლ 2021, 02:01
    #10

    ციტატა: Moriba
    🚨 იტალია როგორც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და არგენტინა როგორც კოპა ამერიკის გამარჯვებული, მხარეები ამხანაგური მატჩისთვის ემზადებიან 🤝🇮🇹🇦🇷

    ✅ შეხვედრა დიდი ალბათობით იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება 🏟‼️
    მშვენიერი გადაწყვეტილებაა🖤❤


    მშვენიერი მატჩი გამოვა, რაღაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება და რაღაც ახალის დასაწყისი ფეხბუღთში, დიეგო არ იყო პატარა ფიგურა, ფეხბურთში პატოსნებისათვის და სისუფთავისთვის იბრძოდა და ფიფას მაფიას ღიად დაუპირისპირდა

  • NEYBarca
    schedule 14 ივლ 2021, 01:05
    #9

    20 მილიონი დადეთ და წაიყვანეთ ჩვენი კლიმენტა :დ

  • Moriba
    schedule 14 ივლ 2021, 00:59
    #8

    🚨 იტალია როგორც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და არგენტინა როგორც კოპა ამერიკის გამარჯვებული, მხარეები ამხანაგური მატჩისთვის ემზადებიან 🤝🇮🇹🇦🇷

    ✅ შეხვედრა დიდი ალბათობით იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება 🏟‼️
    მშვენიერი გადაწყვეტილებაა🖤❤

  • frenkie dejong21
    schedule 14 ივლ 2021, 00:25
    #7

    Ევერტონი რა ჯიგარი გუნდია რამდენი ნაგავი გაგვისაᲦეს და ეს Თუ წაიყვანეს ვაბᲨე 😀

  • MARI=BARCA-fan
    schedule 14 ივლ 2021, 00:24
    #6

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: Albicelecte
    აქცია: იყიდე ლენგლე და საჩუქრად მიიღე ერთი უმთითი (შეფუთვა და მისამართზე მიტანა ასევე შედის მომსახურებაში)
    barca-6 barca-7 barca-6


    დემბელემ მიუტანოს smile


    joy ვაიმე მეც ეგ უნდა დამეწერააა..
    laughing laughing laughing ან მზითებში გავაყოლოთ.. დ:)))

  • Albicelecte
    schedule 14 ივლ 2021, 00:21
    #5

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: Albicelecte
    აქცია: იყიდე ლენგლე და საჩუქრად მიიღე ერთი უმთითი (შეფუთვა და მისამართზე მიტანა ასევე შედის მომსახურებაში)
    barca-6 barca-7 barca-6


    დემბელემ მიუტანოს smile


    გლოვოს ან ვოლტის კურიერის ფორმაში რომ მიადგება მოპედით smiley smiley smiley
    ამ სფეროში დასაქმებული ხალხი თუ ხართ აქ, ნუ გამიბრაზდებით, ძალიან მიყვარხართ ყველა და პატივს გცემთ, არც დემბელეს გადარებთ არავის, ეგეთ რამეს როგორ გაკადრებთ

  • M10 S9 D11
    schedule 14 ივლ 2021, 00:13
    #4

    გაატანეთ სანამ გადაუფიქრებია

  • La Pulga10
    schedule 13 ივლ 2021, 23:40
    #3

    ეს თუ სიმართლეა და ახდა ასრულდა ოცნება.

  • Albicelecte
    schedule 13 ივლ 2021, 23:36
    #2

    აქცია: იყიდე ლენგლე და საჩუქრად მიიღე ერთი უმთითი (შეფუთვა და მისამართზე მიტანა ასევე შედის მომსახურებაში)
    barca-6 barca-7 barca-6

  • Iniesta_8
    schedule 13 ივლ 2021, 23:16
    #1

    გასაშვებია. ევერტონს ევასება ბარსადან ჩამოწერილი ტავარი და იქნება ლენგლეც შევტენოთ. ფაქტია ლენგლე/უმტიტიდან ერთი უნდა წავიდეს.