დღეს, თბილისის დროით 19 საათზე, მოსკოვში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. 32 ნაკრებიდან, რომელიც რუსეთში გაემგზავრება, “ბარსელონას” ძირითადი გუნდის ფეხბურთელის გამოძახების შანსი (უმეტეს შემთხვევაში, ეს შანსი 100%-ია, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა) 9-შია. ეს ქვეყნები და მოთამაშეები არიან:
ესპანეთი – ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, დენის სუარესი, ანდრეს ინიესტა, ჟერარ დეულოფეუ, პაკო ალკასერი, ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო, ალეიშ ვიდალი;
გერმანია – მარკ-ანდრე ტერ შტეგენი;
პორტუგალია – ნელსონ სემედუ, ანდრე გომეში;
ხორვატია – ივან რაკიტიჩი;
ურუგვაი – ლუის სუარესი;
არგენტინა – ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო;
საფრანგეთი – უსმან დემბელე, ლუკა დინი, სამუელ უმტიტი;
ბრაზილია – რაფინია ალკანტარა, პაულინიო;
ბელგია – ტომას ვერმალენი.
რაც შეეხებათ სხვა კლუბებში განათხოვრებულ ფეხბურთელებს, რომლებიც კატალონიას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან, ესენი არიან მარლონ სანტოში და დუგლას პერეირა (ბრაზილია).
რა თქმა უნდა, მსოფლიოს თასის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა იმისთვის, რომ ამ სიაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს. სავარაუდოდ, ზოგი ფეხბურთელი კლუბს დატოვებს, ზოგიც კი შეუერთდება იმედი ვიქონიოთ, რომ “ბარსელონას” იანვარში და ზაფხულში კიდევ ბევრი კარგი მოთამაშე შეემატება.




კეთილი იყოს შეჰნი მობრძანება ამ საიტზე მაგ მეც არ ვიცი და მაინტერესებს როდის და სად იქნება
ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის ძმა, მატიასი მორიგი სკანდალის გმირად იქცა.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun იტყობინება, მატიას მესი არგენტინაში იარაღის უკანონო შენახვის გამო დააკავეს. მის ნავზე პისტოლეტი იპოვნეს. გარდა ამისა, პოლიციელებმა ნავის ბორტზე სისხლის კვალიც აღმოაჩინეს.
ჯერჯერობით, მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცნობისთვის, მატიას მესი პოლიციას განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს, რადგან აქამდე იგი ავტოავარიის მონაწილე გახდა და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებაში იქნა შემჩნეული.
Bichebo axalivar wiliskra msopliosi romelze arxze an saitze ikneba
გამომრჩა
შტეგენი ? 😀
გამომრჩა