workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსიასთან”, დაცვის ცენტრში, შესაძლოა, ლუკა დინმა ათამაშოს

“ვალენსიასთან”, დაცვის ცენტრში, შესაძლოა, ლუკა დინმა ათამაშოს

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელშიც კატალონიელები მეორეადგილოსან “ვალენსიას” სტუმრად დაუპირისპირდებიან, სერიოზული საკადრო პრობლემით ხვდება.

“ლეგანესთან” მოგებულ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო ჟერარ პიკემ, რომელიც “მესტალიაზე” დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ტრავმა აქვს კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს, ხავიერ მასკერანოს. ფორმალურად, ეს დიდი პრობლემა არაა, რადგან გუნდში მე-4 ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი იმყოფება, მაგრამ…

ხშირი ტრავმიანობის გამო, ბელგიელ უკანახაზელს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ვალვერდე მას არც მაშინ ენდობა, როდესაც ვერმალენი ჯანმრთელია. მიმდინარე სეზონში, 32 წლის ფეხბურთელმა ერთადერთი თამაში ჩაატარა – ესპანეთის თასზე “მურსიას” წინააღმდეგ.

Sport-ის ცნობით, არაა გამორიცხული, ერნესტო ვალვერდემ ვერმალენის სამსახურზე უარი “ვალენსიასთან” მატჩშიც თქვას და მის ნაცვლად სამუელ უმტიტის ლუკა დინი შეუწყვილოს.

დინის ძირითადი პოზიცია მარცხენა მცველია, მაგრამ მას ცენტრში თამაშიც შეუძლია.

ნაკლებად მოსალოდნელია “ბარსა ბ”-ს რომელიმე ცენტრალური მცველის სასტარტო შემადგენლობაში ხილვა. დავიდ კოსტასი ან ჟორჟე კუენკა, თუ ორივე მათგანი არა, განაცხადში მოხვდება, მაგრამ არა ძირითად შემადგენლობაში.

გასული სეზონის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ “მესტალიაზე” დაცვაში არსებული პრობლემებით ჩასვლა საგანგაშო არაა. შარშან, “ბარსა” “ვალენსიას” ჟერარ პიკესა და ჟორდი ალბას გარეშე ეწვია, მაგრამ მაინც მოიგო – 3:2.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Don_Andresito
    schedule 19 ნოე 2017, 21:49
    #10

    ციტატა: alen halilovic

    ციტატა: .Gladiator.
    ბუსკეტტსის დაყენებაც შეიძლება და რაკიტიჩი ან პაულნიო ჩამშლელზე
    ნუ დინის დაყენებაც არარი ცუდი იდეა
    ადრიანოც იდგა ხოლმე ძაან მნიშვნელოვან თამაშებშI და ბევრი არაფერი გაუფუჭებია


    +1
    რატომღაც ბუსკეტსი ყველას დაგვავიწყდა, არადა ბევრჯერ უთამაშია ცენტრალულ მცველზე. მე მგონი, ყველაზე ნაკლებად სარისკო ეგ იქნება


    არადა პიკემ ყვითელი მიიღO თუ არა ეგრევე ვთქვი ბუსკეტს დააყენებს ვალენსიასთან და არა ვერმაელენს თქო.

  • alen halilovic
    schedule 19 ნოე 2017, 20:43
    #9

    ციტატა: .Gladiator.
    ბუსკეტტსის დაყენებაც შეიძლება და რაკიტიჩი ან პაულნიო ჩამშლელზე
    ნუ დინის დაყენებაც არარი ცუდი იდეა
    ადრიანოც იდგა ხოლმე ძაან მნიშვნელოვან თამაშებშI და ბევრი არაფერი გაუფუჭებია


    +1
    რატომღაც ბუსკეტსი ყველას დაგვავიწყდა, არადა ბევრჯერ უთამაშია ცენტრალულ მცველზე. მე მგონი, ყველაზე ნაკლებად სარისკო ეგ იქნება

  • Giorgi12
    schedule 19 ნოე 2017, 15:45
    #8

    ციტატა: Rezi 24
    მაინც ვერმალენის დაყენება ჯობია ბელგიის ნაკრებში ითამაშა და გამოცდილებაცააქ პრაქტიკასთაბ ერთად, დინი ფიზიკურად სუსტია და ვერ გაქაჩავს თორე სხვა შემთხვევაში შეიძლება


    ვერმანელი არაა სუსტი ყველა ახტომაზე ტრავმააქ

  • Don_Andresito
    schedule 19 ნოე 2017, 14:59
    #7

    Vafshe 3 mcvelit tamashic mojna. Stegeni umtiti Verna digne centrshi. Flangebze semedo alba. Naxx dacva busi INI pau da win Messi sua

  • dembelee
    schedule 19 ნოე 2017, 14:10
    #6

    rasisulelea gvinda tu argvinda verma unda dadges tan me mjera ro ar gagvicruebs imedebs ❤❤

  • Magician
    schedule 19 ნოე 2017, 14:10
    #5

    ციტატა: Sigur Rós
    დინი კარგი ბიჭია და მაქვს იმედი, მარა წლევანდელი ვალენსია ბევრად სახიფათოა და მაინც ტიპური ცენტ.მცველი გვჭირდება, რომელსაც თავზეც შეუძლია თამაში და ერთადერთი ვარიანტი ვერმაელენია. მე პირადად მას დავაყენებდი, ძლივს ჯანმრთელია და იქნებ გამოგვადგეს.


    სრულიად გეთანხმები. რაც არ უნდა იყოს, სტანდარტულებზე დინს ძალიან გაუჭირდება.

  • Sigur Rós
    schedule 19 ნოე 2017, 13:49
    #4

    დინი კარგი ბიჭია და მაქვს იმედი, მარა წლევანდელი ვალენსია ბევრად სახიფათოა და მაინც ტიპური ცენტ.მცველი გვჭირდება, რომელსაც თავზეც შეუძლია თამაში და ერთადერთი ვარიანტი ვერმაელენია. მე პირადად მას დავაყენებდი, ძლივს ჯანმრთელია და იქნებ გამოგვადგეს.

  • .Gladiator.
    schedule 19 ნოე 2017, 13:29
    #3

    ბუსკეტტსის დაყენებაც შეიძლება და რაკიტიჩი ან პაულნიო ჩამშლელზე
    ნუ დინის დაყენებაც არარი ცუდი იდეა
    ადრიანოც იდგა ხოლმე ძაან მნიშვნელოვან თამაშებშI და ბევრი არაფერი გაუფუჭებია

  • Magician
    schedule 19 ნოე 2017, 13:03
    #2

    დინის ცენტრალური მცველობა ცოტა წარმოუდგენელია :დ

  • Berlinetta♥
    schedule 19 ნოე 2017, 12:30
    #1

    რას ქვია საგანგაშო არაა, შარშანდელი ვალენსია და წლევანდელი, ერთია ?