სერჟი რობერტო და ანდრე გომეში სერიოზულად დაზიანდნენ. ამავდროულად, გუნდს ვერც ანდრეს ინიესტა ეხმარება, რაც ერნესტო ვალვერდეს რთულ ვითარებაში აყენებს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდის კაპიტანი “სევილიასთან” მატჩში მონაწილეობას მიიღებს. ესპანელმა მარცხენა ფეხის დაზიანების გამო 2 შეხვედრა უკვე გამოტოვა.
ექიმებმა არ იციან ზუსტად როდის დაბრუნდება ინიესტა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ანდრესი ხუთშაბათსა და პარასკევს გასამართ სავარჯიშო სესიებში მონაწილეობას მიიღებს.
ინიესტას არყოფნის გათვალისწინებით, ერნესტო ვალვერდე არჩევანს სერხიო ბუსკეტსს, ივან რაკიტიჩს, პაულინიოსა და დენის სუარესს შორის გააკეთებს. არ გამოირიცხება ალენიას გამოძახებაც.




არა ინიესტას თამაში სარისკოა.სევილიას უეჭველი მოვიგებთ და ვფიქრობ პაულინიო ბუსკეცი დენისი უნდა ათამაშოს ვალვერდემ.
არ უნდა გაარისკინონ კაცი ასაკშია თანაც ეხლა სახლშია თამაში და დენის სუარესი თავისუფლად გაქაჩავს ცუდ ფორმაში მყოფ სევილიასთან …. საუკეთესო ფორმაში მყოფ ვალენსიასთან ნამდვილად დაგვჭირდება
მაშინ ბოლომდე მოირჩინოს ტრავმა და მერე დაბრუნდეს, სადაც ძალიან საჭირო იქნება მისი ყოფნა.
სევილიასთან ასეთი კამანდა მინდა თუ ინიესტა არ იქნება: შტეგენი-სემედუ-პიკე-უმტიტი-ალბა-ბუსკეტსი-პაულინიო-რაკიტიჩი-მესი-ლუის სუარესი-დენი სუარესი….