“იუვენტუსს” “ბარსას” ნახევრმცველის, რაფინია ალკანტარას შეძენა სურს.
AS ტრანსფერის იანვარში განხორციელებას არ გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ რაფინია აპრილში დაზიანდა და მას შემდეგ, მოედანზე არ გამოსულა. “ბლაუგრანას” თავკაცი, ერნესტო ვალვერდე მზად იყო ალკანტარა ჯერ კიდევ ზაფხულში გაეშვა.
რაფინიამ გასულ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. მოთამაშის წასვლამ, შესაძლოა, ანდრე გომეშის მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩენა განაპირობოს.




"იუვენტუსს" შევთავაზოთ აქცია: თუ იყიდიან გომეშსა და რაფინიას, არდას მიიღებენ საჩუქრად
რაფინია გასაშვებია გუნდუდან და თუ იყიდის იუვე ჩვენთვის და თვითონ რაფინიასთვისაც კარგი იქნება.გომეშიც და არდაც უნდა მივაყოლოთ უკან.
რაფინია საჭიროა გუნდში
მოაშორეთ,გაატანეთ და 15-20 მილიონი აჩუქეთ ამის წამყვან გუნდს