როგორც იცით, სამშაბათს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე “ბარსელონა” საბერძნეთში პირეუსის “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდება.
სულ ცოტა ხნის წინ ამ შეხვედრის განაცხადი გახდა ცნობილი. მასში დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოხვდა ჟერარ პიკე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის წინა მატჩში წითელი ბარათი მიიღო. ვერ ითამაშებს ასევე ანდრეს ინიესტა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიას შეემატა.
სამაგიეროდ, განაცხადშია ტომას ვერმაელენი, რომელსაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ტრავმა არ აწუხებს. მასთან ერთად ვალვერდემ “ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელებსაც უხმო: კარლეს ალენიას და ადრია ორტოლას.
სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, სილესენი, ორტოლა, სემედუ, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, ლუის სუარესი, მესი, მასკერანო, პაულინიო, დეულოფეუ, ალკასერი, ალბა, დინი, სერჟი რობერტო, გომეში, უმტიტი, ვერმალენი და ალენია.




განაცხადშია ტომას ვერმაელენი, რომელსაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ტრავმა არ აწუხებს
კარგი იყო!!!!
aleniam dgesac sheagdo goli
არნაისი სად არის პატივცემულო ?
ორტოლას რომ იძახებ და განაცხადში სამი მეკარე გყავს არნაისი გამოიძახოს ამ შეჩვენებულმა.გუნდში მარტო სამი ვინგერი გვყავს როცა მინიმუმ 5 უნდა გვყავდეს.
სჯობს კუკს გაეპაროს მორატა ვიდრე პირიქით
