ყოფილი იტალიელი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო მიიჩნევს, რომ შეეძლო ბევრად უკეთესი კარიერა ჰქონოდა. ამაზე საუბრისას “რეალის” ექსფორვარდი ლიონელ მესის შეეხო.
“პრობლემური ადამიანი ვარ. არასდროს ვიცოდი, თუ როგორ განწყობაზე ვიქნებოდი მომდევნო დღეს. არ მომწონდა ვარჯიში, მიყვარდა ჭამა და ამით საკუთარი თავი გავანადგურე.
მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში, “რეალში”, “ინტერსა” და “მილანში” ვასპარეზობდი, მაგრამ მხრებზე სხვა თავი რომ მქონოდა, მარსზე ვითამაშებდი, როგორც მესი, ნეიმარი და სხვები.”-ამბობს კასანო.



მართლა ნიჭიერი იყო ეს