ფებურთის უკრაინელი ლეგენდა, ამჟამად უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო, “ოქროს ბურთის” 3 ნომინანტზე, ლიონელ მესიზე, კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარზე საუბრობს.
“მესი, რონალდუ და ნეიმარი წარმოუდგენელი ფეხბურთელები არიან და მოგებას სამივე იმსახურებს. თუმცა, მე კრიშტიანუს ავირჩევდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში 2 გოლი გაიტანა.
ლიონელ მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია. მან ეს პერიოდი შესანიშნავად ჩაატარა. მესიმ ძალიან კარგად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და გაიტანა გოლები.
ბოლო 5 წელია მესისა და რონალდუს დიდი კონკურენტი არ ჰყოლიათ, ახლა კი ამ ბრძოლაში ნეიმარიც ჩაერთო”, – ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს FIFA.
ჩვენი მეგონე სხვისი ყოფილხარ ანდრეი :დ
თუ ინდივიდუალურია მაშინ მესის უნდა მისცენ და თუ გუნდურია მაშინ რეალს
1. ჩემპიონთა ლიგა რეალმა მოიგო და არა რონალდუმ თან მსაჯების დახმარებით
2. ფინალში გოლის გატანა არაა კრიტერიუმი. შარშანწინ ნეიმ მეოთხედფინალებიდან დაწყებული ყველა თამაშში გაიტანა და რა?
სულ გამოსირდა ეს ხალხი!
მესის ეკუთვნის.იანვრამდე ლეო ისე ითამაშებს პირდაპირ მისცემენ
წინა წელი ბოლო იყო რონალდოსთვის უკვე ყველაფერი ბარსას და მესის დარჩება