“ბარსელონას” გერმანელი ლეგენდა ბერნდ შუსტერი კატალონიურ კლუბში გატარებულ პერიოდს იხსენებს.
“გულშემატკივრების, სტადიონისა და ქალაქის საშუალებით მივხვდი, რომ “ბარსელონა” მეტია, ვიდრე კლუბი. ამას არაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რაც გერმანიაში ყოფნის დროს მეგონა. აქ ყველაფერი XXL ზომისაა.
მეგობრებთან ერთად ხშირად ვსაუბრობ და მათ ვეუბნები: “იმისათვის, რომ “ბარსელონა” შეიგრძნო, აუცილებელია ეს ყველაფერი გამოსცადო”. არასდროს დავივიწყებ იმას, რაც “ბარსელონაში” გადამხდა. ამ კლუბში ჩემი გადასვლა ერთი ნახვით შეყვარება იყო.” – ციტირებს შუსტერის სიტყვებს Sport.
ბერნდ შუსტერი “ბარსელონაში” 1980-1988 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ის მადრიდის “რეალში” გადავიდა.




Esec kai nasetkaa
საინერესოა, ბარსადან რეალში წასული ბევრი მინახავ მაგრამ პირიქით ერთი, ორი
რა გახდა, რეალივით ბარსამაც ისწავლოს და კონტრაქტში ჩაუწეროს ის რასაც რეალი მუდამ უწერს ნებისმიერს, რო ბარსაში გადასვლის შემთხვევაში, რეალთან არ ითამაშოს.
ისე არასწორად მიმაჩნია ან ბარსადან რა გინდა რეალში ან პირიქით ან ბესმიერი ორი დაპირსპირებული გუნდიდან როცა თამაშობ ერთი წადი ყველგან იმ მეორეს გარდა