ცნობილი გახდა იმ 10 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც 2017 წლის Golden Foot-ისთვის იბრძოლებენ. ეს ჯილდო გადაეცემა მინიმუმ 28 წლის მოთამაშეს ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ფეხბურთელს ამ ჯილდოს მოგება მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
10-კაციან პრეტენდენტთა შორის ლიონელ მესი და ლუის სუარესი მოხვდნენ. პრესტიჟული ჯილდოსთვის, მათ გარდა, კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), არიენ რობენი (“ბაიერნი”), იკერ კასილიასი (“პორტუ”), ტიაგუ სილვა (“პარი სენ-ჟერმენი”), იაია ტურე (“სიტი”) და ანდრეა პირლო (“ნიუ-იორკ სიტი”) იბრძოლებენ.
გამარჯვებული Golden Foot-ის ოფიციალური საიტის გამოკითხვის შედეგებით გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია მონაკოში 7 ნოემბერს გაიმართება.
ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ.
ეს ჯილდო გადაეცემა მინიმუმ 28 წლის მოთამაშეს ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ფეხბურთელს ამ ჯილდოს მოგება მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
მიხვდი?
უეჭველი ლეო მოიგებს დარწმუნებული ვარ
მესი მოიგებს ამ ჯილდოს