როგორც იცით, ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე ლა ლიგის მე-3 ტურში “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლს” დაუპირისპირდება.
“ესპანიოლს” დაუბრუნდა სერხიო გარსია, რომელიც ლა მასიას აღზრდილია და თავის დროზე “ბარსელონას” C (2001-02), B (2002-04) და ძირითად (2003-05) გუნდებში გამოდიოდა, შემდეგ კი, 2010-15 წლებში, ის “ესპანიოლში” თამაშობდა, სადაც მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა.
გარსიას თქმით, კამპ ნოუზე დაბრუნება მისთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება და “ბარსას” გულშემატკივრებისგან მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მას მხოლოდ საბრძოლველად განაწყობს.
“როცა ფანები ცდილობენ, რომ მიყვირონ და ტკივილი მომაყენონ, მე მოტივაცია მეზრდება. რაც მეტ ხმაურს გავიგონებ, მით უკეთესად ვითამაშებ”.
მთავარი კითხვა, რომელიც “ბარსელონას” მეტოქეებს აქვთ, არის ის, თუ როგორ ითამაშებენ კატალონიელები ნეიმარის გარეშე.
“ჩემი აზრით, ისინი ისეთივე ძლიერები არიან, როგორც ნეიმარის გუნდში ყოფნისას. ერთი ფეხბურთელის წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ “ბარსელონა” განსხვავებულად ითამაშებს.” – განაცხადა სერხიო გარსიამ.


ეს არ ვიცი მარა ლეო ბაპტიშტაო მაგრა გამისწორდებოდა ბარსაში
esec ar myavdes maradona ra
ესპანიოლს ვფიქრობ უპრობლემოდ მოვუგებთ.სუარესი დაგვიბრუნდა და დიდი შანსები გვაქვს ძალიან.რაც შეეხება შემადგენლობას ვფიქრობ ასე უნდა გამოვიდეთ:
ტერ შტეგენი
სემედუ პიკე უმტიტი ალბა
პაულინიო ბუსკეცი რობერტო
მესი სუარესი დემბელე.
შეცვლებს რაც შეეხება გომეში გამოიყვანოს ბუსკეცის ნაცვლად,დენისი პაულინიოს ნაცვლად და დინი ალბას ნაცვლად.
ფრთხილად ფეხი არ დაგიცდეს…ესენი თუ არ ატირეს მართლა შემეცოდებით ბარსას ფანებო….
კითხე ბოლოს ჩვენთან როდის მოიგეს.. მაგ ლოგიკით თქვენ ატლეტიკო გეღადავებათ ყველა თამაშის წინ:)) არაჩვეულებრივი დრო გვიდგას სხვათა შორის
ეჰჰ რატო ბაქიობს ეს
Ox ra did gulzea naxet ra aba shen ici:D
ნელა გარსია ხელი არ შეგეშალოსს 😉
არშეგვაშინა