workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის ბრწყინვალე სამწვრთნელო შტაბი – როგორ მუშაობენ ისინი გუნდისთვის?

ჩავის ბრწყინვალე სამწვრთნელო შტაბი – როგორ მუშაობენ ისინი გუნდისთვის?

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo ჩავი ერნანდესის სამწვრთნელო შტაბზე საინტერესო სტატიას გვთავაზობს და მათ უფრო ახლოდან გვაცნობს.

ჩავი უმაღლესი დონის სამწვრთნელო შტაბთან მუშაობს, რომელიც სანდო პირებისა და პროფესიონალებისგან ჩამოაყალიბა.

მათი დიდებული მუშაობა, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ, გასახდელ ოთახში ყოველდღიური საქმიანობით ჩანს.

ჩავის ასისტენტები – ოსკარ ერნანდესი და სერხიო ალეგრე მწვრთნელის მარცხენა და მარჯვენა ხელები, ყველაზე სანდო ადამიანები არიან.

ოსკარი უფრო მეტია, ვიდრე ჩავის ძმა. მან განათლება INEF-ში მიიღო და დოჰაში, Aspire Academy-ში მოთამაშეების განვითარებაზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ოსკარი დაცვის მომზადებაზეა პასუხისმგებელი და მატჩების დროს iPad-ით, ტაქტიკური კამერის მეშვეობით სათადარიგოთა სკამიდან ყველაფერს აკვირდება. იგი ანალიტიკოს ტონი ლობოსთანაც (რომელიც თამაშებს თვალს პრესოთახიდან ადევნებს) მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს. 

სერხიო ალეგრე “ლა მასიაში” მწვრთნელად წლების განმავლობაში მუშაობდა. შემდეგ ის “ტერასაში”, “ოლოტსა” და “რუბიში” იმყოფებოდა, “ალ სადში” ჩავისთან მისვლამდე კი ფელიქს სანჩესთან ერთად ისტორია დაწერა და ყატარის ეროვნულ ნაკრებს აზიის თასი მოაგებინა.

ალეგრე სტანდარტულ სიტუაციებზე მუშაობს – მატჩამდე ის “ბარსასა” და მეტოქის ბოლო 100 კუთხურს უყურებს, და მსგავს დეტალებს აკვირდება.

ხოსე რამონ დე ლა ფუენტე მეკარეების მწვრთნელია. ის გუნდში 2012 წელს, ტიტო ვილანოვას დროს მოვიდა და დღემდე აქაა. მეკარეების მომზადების გარდა, დე ლა ფუენტე გასახდელ ოთახს გამოცდილებას მატებს.

ჟოან ბარბარა პირველ გუნდსა და აკადემიას აკავშირებს. ის “ლა მასიაში” მყოფ ტალანტებზე ყოველკვირეულ ცნობებს ამზადებს და ჩავის აწვდის.

დავიდ პრატსი, სერხიო გარსია და ტონი ლობო ანალიტიკოსთა ტრიოა – სამივე მათგანი “ლა მასიაში” მუშაობდა, შემდეგ კი ჩავის “ალ სადში” შეუერთდნენ. პრატსი და გარსია მეტოქეებს სწავლობენ, ლობო კი – “ბარსელონას”. მათ ელოი ჟორდანი ხელმძღვანელობს.

ივან ტორესი ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზე მუშაობს. განათლება მანაც INEF-ში მიიღო და თავადაც ფეხბურთელი იყო. ტორესს ბაჰრეინის ნაკრებში, “ლარნაკაში”, “აპოელსა” და “ლიდს იუნაიტედში” უმუშავია, შემდეგ კი ჩავის “ალ სადს” შეუერთდა. 

ივან ტორესის მარჯვენა ხელი ანდრეს მარტინია – ფიზიკური მწვრთნელი, რომელიც აკადემიაში მუშაობდა, ჩავიმ კი პირველ გუნდში დააწინაურა. ივანი და ანდრესი მოედანსა და დარბაზში ვარჯიშებზეც მუშაობენ.

ედუ პონსი “ბარსელონაში” ადრეც იყო, შემდეგ ლუის ენრიკესთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მუშაობდა, ჩავიმ კი კატალონიურ კლუბში დააბრუნა. ის ფეხბურთელების დატვირთვაზე, დისტანციებზე, აჩქარებაზე, რიტმსა და მსგავს საკითხებზეა ორიენტირებული, მიზანს კი ტრავმების თავიდან არიდება წარმოადგენს. 

დავიდ პოსოსი გუნდს გასულ ზაფხულში შემოუერთდა და დარბაზში ვარჯიშის წარმართვაზეა პასუხისმგებელი. ეს ასპექტი დაზიანებების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია. დავიდს ლუის ენრიკესთან ერთად “რომაში” უმუშავია.

ხონ ალვარესი და ხუან კარლოს “ჩეჩუ” პერესი რეაბილიტაციის პროცესს წარმართავენ – ისინი ტრავმირებულ მოთამაშეებს გამოჯანმრთელებაში ეხმარებიან. ისინი არაუხოზე დასაკვირვებლად ყატარშიც იყვნენ.

ფიზიოთერაპევტთა დეპარტამენტი ჩავიმ თითქმის სრულად შეცვალა. ამ ზამთრის დროსაც კი მან 2 ახალი ფიზიოტერაპევტი მოიყვანა. ოფიციალური პოსტერიც ამტკიცებს, რომ გუნდი ორმა სპეციალისტმა დატოვა, მან ნაცვლად კი სხვები მოვიდნენ.

ფიზიოთერაპევტთა საქმიანობაზე მთავარი პასუხისმგებელი ხაუმე მუნილია. მას პირველ გუნდში უმუშავია, თუმცა შემდეგ ფუტსალზე გადაიყვანეს, უკან კი ჩავიმ დააბრუნა. მუნილი ფეხბურთელებზე ზრუნვაზე, გამოჯანმრთელებასა და ტრავმების პრევენციაზე მუშაობს.

კარლოს ნოგეირაც “ალ სადიდან” მოვიდა. მას ესპანეთის ნაკრების ფიზიოთერაპევტთან, რაულ მარტინესთან უმუშავია. მან გასახდელ ოთახში რევოლუცია მოახდინა, რითაც ფეხბურთელები კმაყოფილნი არიან. ის, რომ დემბელე ტრავმებს აღარ იღებს, დიდწილად ნოგეირას დამსახურებაა.

ჩავი ლოპესი ერთადერთი ფიზიოთერაპევტია, რომელიც ჩავის მოსვლამდეც გუნდში იყო. 4 წევრი კი სწორედ ერნანდესის დანიშვნის შემდეგ მოვიდა. ლოპესის მუშაობა ფუნდამენტურია იმისთვის, რომ ტრავმების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

ექიმ რიკარდ პრუნას დაბრუნებაც ჩავის მოთხოვნა იყო. იგი სამედიცინო დეპარტამენტს ლიდერობს და ტრავმების შემცირებაზე/ფეხბურთელების გამოჯანმრთელებაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს. პრუნას დაბრუნება მოთამაშეებსაც სურდათ. რიკარდი ჩავიერ ვალიესთან ერთად “ბარსაში” წლების განმავლობაში მუშაობდა/მუშაობს.

ტონია ლისარაგა კვებაზეა პასუხისმგებელი. სილვია ტრემოლედა პირველი გუნდის კვებაზე მუშაობს, მილოს მალიოლი კი – შიდა დატვირთვებზე. ისინი ფეხბურთელების დიეტას, ძილს და მსგავს საკითხებს აკონტროლებენ, რის გამოც გუნდის პერფორმანსი რაც შეიძლება მაღალ დონეზეა.

“ბარსელონაში” ფსიქოლოგის ფაქტორს ყურადღება ჩავის მოსვლის შემდეგ მიენიჭა. თითოეულმა ფეხბურთელმა, მინიმუმ ერთხელ, ლაია ვინაიშას ოფისში კონსულტაცია უნდა გაიაროს. ბევრი მოთამაშე ამას ხშირად აკეთებს.

კარლოს ნავალი კლუბის ისტორიის ნაწილია და 35 წელია, დელეგატის თანამდებობას იკავებს. ორი კურსის განმავლობაში მან აღნიშნული პოზიცია გონსალო როდრიგესთან გაიყო, რომელიც “ბარსას” ქალთა გუნდიდან მოვიდა.

გაბრი გალანი, ჟორდი დურანი და რუბენ ალვარესი მაისურებზე არიან პასუხისმგებელნი – მათ ყველაფრის მზადყოფნა უნდა უზრუნველყონ.

ჟოელ გონსალესი და მარკ გარელი ფეხბურთელების საჭიროებებზე მუშაობენ და ზრუნავენ, რომ მათ არაფერი მოაკლდეთ

სერჟი ნოგერასი, ჩავი გუარტე და ჩავი ალეგრია პირველი გუნდის პრესოფიცრები არიან. ნოგერასი მწვრთნელზე ზრუნავს, ჩავები კი – ფეხბურთელებზე.

ფრანსესკ ორენესი, თავის მხრივ, კლუბის სხვა დეპარტამენტებთან კავშირზეა ორიენტირებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 22 იან 2023, 12:20
    #6

    მოკლედ 3 კაციც დაიმატოს, მეკარედ ხოსე რამონ დე ლა ფუენტე (მეკარეების მწვრთნელი. მაინც სულ ტრუსებით ზის ხოლმე ზაფხულში) დააყენოს და გაჭირვების დროს ეგენი გავიდნენ ხოლმე მოედანზე.

  • nikusha
    schedule 22 იან 2023, 00:16
    #5

    ციტატა: ნოდო ბარდაველიძე

    ციტატა: nikusha
    მწვრთნელი: ჩავი
    ასისტენტები: ოსკარ ერნანდესი (ჩავის ძმა) და სერხიო ალეგრე – ძირითადად მხოლოდ ეს ხალხი ჩანს


    არადა თურმე რამდენი ხალხია


    აბა ეგა თქვი შენ

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 21 იან 2023, 20:51
    #4

    ციტატა: nikusha
    მწვრთნელი: ჩავი
    ასისტენტები: ოსკარ ერნანდესი (ჩავის ძმა) და სერხიო ალეგრე – ძირითადად მხოლოდ ეს ხალხი ჩანს


    არადა თურმე რამდენი ხალხია

  • nikusha
    schedule 21 იან 2023, 20:04
    #3

    მწვრთნელი: ჩავი
    ასისტენტები: ოსკარ ერნანდესი (ჩავის ძმა) და სერხიო ალეგრე – ძირითადად მხოლოდ ეს ხალხი ჩანს

  • La Pulga10
    schedule 21 იან 2023, 15:58
    #2

    ყველას ჩავი როგორ ჰქვია

  • BEQA BARCA
    schedule 21 იან 2023, 15:57
    #1

    ცოტა ჯანიაკლიათ ჩვენებს. ნუ ყველას არვგულისხმობ მაგრამ უმეტესობა ეგრეაა. ფიზიკურ სიძლიერესაც რომ მიაქციონ ცოტა მეტი ყურადღება უკეთესი იქნება 👏