მშობლიურ “მინიესტადიზე” სეზონის პირველი მატჩი “ბარსელონა ბ”-მ წარუმატებლად ჩაატარა. ჟერარ ლოპესის შეგირდები “ტენერიფესთან” 0:3 განადგურდნენ.
პირველი ტაიმის შემდეგ კატალონიელები უკვე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, შესვენების შემდეგ კი მათ მეტოქეს კიდევ ერთი გოლის გატანის საშუალება მისცეს.
2 ტურის შემდეგ, 3 ქულით, “ბარსა ბ” 22-გუნდიანი ჩემპიონატის მე-12 ადგილზეა.
ბარსა ბ – ტენერიფე 0:3
ბარსა ბ: ვარო, ტარინი, ფალი (აბელ რუისი 72), მარტინესი, მირანდა, ალენია, დე გალარეტა, სარსანედასი (ალფარო 58), კონჩა (პერესი 72), ვიტინიო, მარკი
გოლები: 0:1 ხუან კარლოსი 28, 0:2 სუსო 39, 0:3 ლონგო 68
დასწრება: 2 283