“ბარსელონას” ახალწვეული პაულინიო “ბეტისთან” დღეს გასამართი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ კატალონიურმა კლუბმა საბუთების მოწესრიგება ვერ მოასწრო.
პაულინო “ბარსელონას” ფეხბურთელი 17 აგვისტოს გახდა და გასულ სამ დღეში მისი სათანადო დონეზე დარეგისტრირება ვერ მოესწრო.
პაულინიოს გარდა, შეხვედრას ტრავმირებული ანდრეს ინიესტა და ლუის სუარესი გამოტოვებენ .



