იტალიური ტელევიზია Sky აცხადებს, რომ კატალონიელები სერიოზულად არიან დაინტერესებულები “ფიორენტინას” ფრანგი მეკარით სებასტიან ფრეით.
“ბარსელონამ” შეიძლება სცადოს გარიგებაში კლუბის მექსიკელი მცველი რაფაელ მარკესი ჩართოს ფრანგი კიპერის “ბარსაში” გადმოყვანისთვის. შესაძლოა “ფიორენტინა ამ ტრანსფერზე დათანხმდეს. იტალიური გამომცემლობა La Gazzetta dello Sport -ი აცხადებს, რომ “ბარსელონამ” შესაძლებელია 12 მილიონი ევრო და ამას პლიუს რაფაელ მარკესი შეთავაზოს იტალიელებს.
იმის შესახებ, რომ უამრავი ხმა დადის ფრეის შესაძლო ტრანსფერზე “ბარსელონაში” ფეხბურთელის აგენტმა კარლო პალავიჩინომ ინტერვიუ მისცა Il Giornale della Toscana -ს, სადაც იგი აცხადებს, რომ ფრეი “ფიორენტინაში” რჩება.
“თქვენ ყოველთვის გექნებათ სხვადახვა ინფორმაციები წლის ამ დროს. ვფიქრობ ფრეი, მუტუ და პელიპე მელო იტალიას არ დატოვებენ. “ბარსელონა”? გავიმეორებ: სებასტიანი რჩება.”
წყარო www.fcbtransfers.blogspot.com