მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ვაშინგტონშია

“ბარსელონა” ვაშინგტონშია

“ბარსელონა” ვაშინგტონშია. ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო შტაბსა და 26 ფეხბურთელთან ერთად რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტში ჩაფრინდა.

კატალონიელები ქალაქში 2 ღამეს გაატარებენ. ისინი “მანჩესტერ იუნაიტედს” 27 ივლისს, 03:30 საათზე დაუპირისპირდებიან. ეს რიგითი ამხანაგური მატჩი არ არის. “ბარსელონა” აშშ-ში “წითელ ეშმაკებს” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში შეხვდება. “ბლაუგრანამ” ტურნირი “იუვენტუსთან” გამარჯვებით (2:1) დაიწყო.

“წითელ ეშმაკებთან” დაპირისპირების შემდეგ, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მომდევნო მეტოქე მადრიდის “რეალი” იქნება. “ელ კლასიკოს” კრიშტიანუ რონალდუ გამოტოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში