workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ საქმეს შეუდგა

პსჟ საქმეს შეუდგა

ზაფხულის არდადეგების დასრულების შემდეგ პსჟ სამუშაოს შეუდგა როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გუნდი სავარჯიშო ბაზას ორშაბათს დაუბრუნდა, რაც პრეზიდენტს, ნასერ ალ ხელაიფის დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი მოლაპარაკებების განახლებაში დაეხმარა.

ერთ-ერთი მათგანია ტიაგო მოტას ხელშეკრულების საკითხი – უნაი ემერის თავსატეხი. იტალიელი ფეხბურთელი სპორტულ დირექტორთან, ანტერო ენრიკესთან ვერ თანხმდებოდა. ამ საკითხის მოგვარებისთვის პრეზიდენტის ჩარევა გახდა საჭირო. საბოლოოდ, მოთამაშემ 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

მოტას პრობლემა გადაჭრილია. პსჟ “მონაკოსთან” კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. მორიგი გაურკვეველი საკითხი ვერატის მომავალია. მარკოს “ბარსელონაში” წასვლა სურს, მაგრამ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონები ლიდერის დათმობას არ გეგმავენ. ორივე მხარე იტალიელის დაბრუნებას ელოდება.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Sport ავრცელებს, რითაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ “პარი სენ-ჟერმენი” ლიდერების შენარჩუნების საკითხს სერიოზულად ეკიდება. პარიზელთა მონდომებული მუშაობა “ბარსელონას” სატრანსფერო მიზნებს ხელს უშლის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • lado-barca
    schedule 04 ივლ 2017, 18:35
    #11

    ვერატ მალე მოდი!

  • marco…verratti
    schedule 04 ივლ 2017, 17:15
    #10

    ციტატა: Don_Andresito
    ბარსამანია კი არა ვერატიმანია ხდება საიტი. პსჟ ეს ფანსაიტია თუ ბარსასი ვეღარ გავიგე. ურაა პსჟ ფაბინიოს ეჩალიჩება ანუ ვერატის უშვებენ, ურაა ვერატი პსჟ ესთან არ ვარჯიშობს და ვიღაცას უთხრა რო ბარსაში გადადის და ასე შემდეგ. გული მერევა უკვე ამ საიტზე. რო შემოვდივარ თუ ვერატის სურათი დავინახე სათაურსაც აღარ ვკითხულობ. მესის და ინიესტას დარჩენა არ დარჩენის საკითხი რო გწყდებოდა მაშინ არ გიაქტიურიათ ამდენი და ეს ვერატი რა გგონიათ? შეეშვით რა, გადმოვა დაწერეთ ოფიციალურად გადმოვიდა, არადა ერთი მაგის მეტრანახევარი დედაც …


    კაცო გული თუ გერევა რარას შემოდიხარ რაც იწერება უცხოურ საიტებზე ის იდება აქ და ველოსპორტზე ხომარ დადებენ აბა ინფორმაციას ან ფორმულა ერტზე? ინიესტაზე მესიზე და სხვა ბარსელზე რაიმე გავრცელდა და ა არ დაიწერა? რაც ვრცელდება და რაც იწერება უცხოურ საიტებზე ის იდება აქ და არ მესმის შენი პრეტენზია ამ საიტის მიმართ პრეტენია ძმაო ამატ კიარა იმ უცხოეურ საიტებს გამოუცხადე მასე მაგრა თუ აგერია გული ტორე ისინი რაცაც წერენ ის იდება მერე აქ აბა ვერატის ინიესტას და ასე შემდეგ არ ვიცნობთ ისე კარგად რო ვკიტხოდ მატ ცხოვრებაზე და დავდოტ მერე აქ სტატიები რა

  • tigresa
    schedule 04 ივლ 2017, 14:29
    #9

    ციტატა: lesane C
    გოალ.გე ზე წავიკითხე ბართომეუ 80 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს ვერატიშიო და რავიცი,არამგონია მაგ ფასში გამოუშვან


    ხო, ეგენი იცნობენ ბართომეუს მეგობრის ბიძაშვილს, რომელიც უყვება ყველაფერს:)) აი ამასაც ხო მოფიქრება წირდება, თან გადაჭრით რო წერენ ესეაო:))

  • theodore bagwell
    schedule 04 ივლ 2017, 13:57
    #8

    ციტატა: ani-barca10

    ციტატა: theodore bagwell
    29 აგვისტო , დღე როცა მარკო გაუფიციალურდება , მანამდე იმედი არ გქონდეთ , ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს .


    რაის 29 აგვისტო :დდდ მაქსიმუმ 2-3 კვირა


    ამ დებილების ხელში შეიძლება 30-ც

    ხალხო ახალი კალენდარი როდის გამოქვეყნდება , მინდა კლასიკო 19-ე ტურში იყოს , რომ ბოლო ტურმა გადაწყვიტოს ყველაფერი smiling_imp

  • theodore bagwell
    schedule 04 ივლ 2017, 13:46
    #7

    29 აგვისტო , დღე როცა მარკო გაუფიციალურდება , მანამდე იმედი არ გქონდეთ , ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს .

  • lashomchedlo
    schedule 04 ივლ 2017, 13:42
    #6

    დღეს ოფიციალურს ველოდები მარკოზე :/ დავიღალე

  • NewMan
    schedule 04 ივლ 2017, 13:34
    #5

    პესეჟეს ვარჯიშის ლაივი გადის ფეისბუქზე სადაც ვერატი არ ჩანს (არც კავანი სილვა დი მარია და მატუიდი , მაგრამ ვერატის არყოფნა იმედის მომცემია მაინც )

  • visca-barca10
    schedule 04 ივლ 2017, 13:26
    #4

    ციტატა: Wtf man

    ციტატა: visca-barca10
    დაოწყოო სეზონი და ერთი ტრანსფერიც არ განხორციელებულა რა გჭირთ


    როგორ არა მარლონი გამოვისყიდეთ დეულოფეუ დავაბრუნეთ


    ეგ ტრანსფერი გასაგებია მაგრამ ვერატი დემბელე ბელერინი ამ სამიდან ერთიც ვერ შევიძინეთ ჯერ

  • Forever Cule
    schedule 04 ივლ 2017, 13:18
    #3

    მიდით რა დაითრიეთ

  • DachiBcks
    schedule 04 ივლ 2017, 13:18
    #2

    პსჯ ვარჯიში დაიწყო და მემგონი ვერატი არ გამოცხადა

  • visca-barca10
    schedule 04 ივლ 2017, 13:16
    #1

    დაოწყოო სეზონი და ერთი ტრანსფერიც არ განხორციელებულა რა გჭირთ