workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიო: “ღმერთმა დალოცოს მესისა და ანტონელას ოჯახი”

რონალდინიო: “ღმერთმა დალოცოს მესისა და ანტონელას ოჯახი”

“ბარსელონას” ექსფეხბურთელმა, რონალდინიომ გუნდის ფორვარდსა და ყოფილ თანაგუნდელს, ლიონელ მესის დაქორწინება მიულოცა.

მესი და 29 წლის ანტონელა როკუცო არგენტინის ქალაქ როსარიოში დაქორწინდნენ, რომელიც ორივესთვის მშობლიურია. საზეიმო ცერემონიას 250 სტუმარი დაესწრო, მათ შორის ლიონელის მეგობრები და თანაგუნდელები ცოლებთან ერთად – ნეიმარი, ლუის სუარესი, ჟერარ პიკე (შაკირასთან ერთად), კარლეს პუიოლი, გონსალო იგუაინი და სერხიო აგუერო.

“გულთბილი სალამი! მესისა და ანტონელას გამო ბედნიერი ვარ. ისინი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ. ღმერთმა დალოცოს ეს ოჯახი.”-წერს რონალდინიო “Twitter”-ის ოფიციალურ გვერდზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward