მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოხდება ის, რასაც 8 თვე ველოდით?

მოხდება ის, რასაც 8 თვე ველოდით?

“ბარსელონა” თავისი საუკეთესო შემადგენლობით ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე ჯერ არ გამოსულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კატალონიური კლუბი 81 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, რაც შესანიშნავი შედეგია.

“ბარსელონას” ქომაგთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ გუნდის საუკეთესო თერთმეტეული ასეთია: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი. ეს შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ, 3-ბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრას ცდილობდა.

დიდი ალბათობით, სწორედ ეს ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან შაბათს “ვილიარეალს” (ანდრეს ინიესტამ ტრავმა მოიშუშა) და სეზონის გადამწყვეტ ფაზაში მადრიდის “რეალზე” ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ ეს თერთმეტეული ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე ჯერ არ გამოსულა. 35 მატჩში, რომელიც “ბარსელონამ” ლა ლიგის ფარგლებში ჩაატარა, ლუის ენრიკეს სხვადასხვა მიზეზების გამო, ოპტიმალური შემადგენლობით თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონია.

“კამპ ნოუზე”, “რეალთან” გამართულ მატჩში, ინიესტასა და სამუელ უმტიტის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში ხავიერ მასკერანო და ანდრე გომეში მოხვდნენ. “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ნეიმარის დისკვალიფიკაციის გამო, თავდასხმის მარცხენა ფლანგი პაკო ალკასერმა შეავსო.

ეს ფაქტი ნათლად ასახავს იმას, თუ რა რესურსებით უწევდა სამწვრთნელო შტაბს მთელი სეზონის განმავლობაში პრიმერა დივიზიონის ტიტულისთვის ბრძოლა. არ გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საუკეთესო ფეხბურთელებზე იმედი დაამყარო, ირეალურ იდეას ჰგავს. იმედი ვიქონიოთ, რომ 36-ე ტურში ეს პრობლემა გამოსწორდება…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • sabacule123
    schedule 06 მაი 2017, 15:05

    დროზე გაუშვან რა ენრიკე თორე კარგათ იქნება ჩვენი საქმე

  • DACGI-MESSI
    schedule 06 მაი 2017, 12:05

    მაგრად ვითამაშებთ დღეს

  • BaKuRa
    schedule 06 მაი 2017, 10:20

    Mament yvela tamashs ki movigebt mara realma aramgonia waagos … maqsimum erti fre gaagoton rac ar gvawyobs

  • theodore bagwell
    schedule 06 მაი 2017, 09:05

    Rotaciam dagvakcia

  • lado-barca
    schedule 06 მაი 2017, 02:49

    მიდით ლომებო მოუგეთ!!!