“პარი სენ-ჟერმენის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, შესაძლოა, “ბარსელონა” ჩაიბაროს.
კატალონიური კლუბი 51 წლის ფრანგ სპეციალისტს დაუკავშირდა, რათა გაეგო, დაინტერესებულია თუ არა ის ამ სამუშაოთი, იტყობინება Sport.es.
პსჟ-დან განთავისუფლებისა და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ბლანი მუშაობას საფრანგეთის საზღვრებს გარეთ აპირებს.
1996/97 სეზონში ბლანი “ბარსელონაში” თამაშობდა და კლუბთან ერთად სამი ტიტული მოიპოვა – ესპანეთის სუპერთასი და თასი და ასევე თასების მფლობელთა თასი.

