“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, როი კინმა “ბარსელონას” ფორვარდები, ნეიმარი და ლუის სუარესი “იუვენტუსის” წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშის გამო გააკრიტიკა.
“ნეიმარსა და სუარესს შეხვედრა ჩვეულ დონეზე არ ჩაუტარებიათ. მესი ზოგიერთ მომენტში მაგიურად მოქმედებდა, მაგრამ მან ტურინული გუნდის კიპერი ვერ შეაწუხა. “ბარსელონას” ბუფონის კარში სახიფათო მომენტი თითქმის არ შეუქმნია.
თავდაცვის თვალსაზრისით “იუვენტუსმა” შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.”-განაცხადა კინმა.



