მართალია, ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან, მაგრამ “ბარსასთვის” დასვენების დრო არ არის – კატალონიელებმა “კამპ ნოუზე” “რეალ სოსიედადს” უნდა უმასპინძლონ. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა “ბარსელონას” განაცხადი ამ მატჩისთვის.
“ბარსელონას” განაცხადს დაუბრუნდა სერხიო ბუსკეტსი – ესპანელმა “იუვენტუსთან” მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
“ბარსას” დააკლდება ნეიმარი, რომელსაც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.
გარდა ამისა, ტრავმების გამო, კლუბს აკლია ვიდალი, რაფინია და თურანი. ამ უკანასკნელმა ვარჯიში განაახლა, მაგრამ თამაშისთვის ჯერ მზად არ არის. ტრავმირებულთა სიას შეემატა ხავიერ მასკერანო, რომელიც დღევანდელ მატჩს გამოტოვებს.
მწვრთნელის გადაწყვეტილებით, განაცხადს მიღმა დარჩა მეკარე ხორდი მასიპი. სამაგიეროდ, განაცხადში “ბარსელონა ბ”-ს 2 წარმომადგენელია – კარდონა და ალენია.
განაცხადი: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, უმტიტი, მატიე, ალენია, კარდონა.




Unda gaudo amat
მიდი ბარსა მიდით ბიჭებოოო ლომებო!!!
burji da upliswuli ki ara saswrafod konkurenti unda mouyvanon torem sul dadebilda
Max.dacvis ufliswuli mefe andresia