ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩის დაწყებამდე, დორტმუნდში ინციდენტი მოხდა, რის გამოც “ბორუსიასა” და “მონაკოს” შეხვედრა გადაიდო. დაზარალებულ მარკ ბარტრას “ბარსელონამ” მხარი დაუჭირა.
“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მარკ ბარტრას, “ბორუსიასა” და გუნდის გულშემატკივრებს.“-წერია “ბარსელონას” Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
ბარტრა საავადმყოფოში გადაიყვანეს ხელის ჭრილობის გამო, რომელიც მან ფანჯრის გატეხვის შედეგად მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშეს სერიოზული დაზიანება არ აქვს.
“ბორუსია” და “მონაკო” ხვალ, 20:45 საათზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


