მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკემ “იუვენტუსთან” მატჩისთვის გაფართოებული განაცხადი დაასახელა

ლუის ენრიკემ “იუვენტუსთან” მატჩისთვის გაფართოებული განაცხადი დაასახელა

დღეს “ბარსელონამ” ტიტო ვილანოვას სახელობის “სიუტატ ესპორტივაზე” მორიგი სავარჯიშო სესია გამართა.

კატალონიელები ხვალ ტურინში გაემგზავრებიან და ვარჯიშის შემდეგ ლუის ენრიკემ გაფართოებული განაცხადი დაასახელა. განაცხადში პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის ტრავმირებულები, არდა თურანი და ალეიშ ვიდალი და დისკვალიფიცირებული სერხიო ბუსკეტსი. ენრიკემ ასევე სარეზერვო გუნდის ორ მოთამაშესაც უხმო, კარლეს ალენიასა და ალექს კარბონელს.

“იუვენტუსთან” მატჩისთვის გაფართოებული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, მასიპი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, არდა, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინიე, რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი, მატიე, ალენია და კარბონელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში