“ბარსელონას” ფორვარდი, ლუის სუარესი “სევილიასთან” მოპოვებული გამარჯვებით (3:0) კმაყოფილია.
“როგორც ფორვარდს, მე მესმის, რომ როცა ბურთი საჯარიმოშია უნდა დავარტყა. მანევრისთვის საჭირო სივრცე არ მქონდა, მაგრამ კარგმა თავდამსხმელმა ყოველთვის იცის, თუ როგორ გაიტანოს გოლი.
ეს კარგი გამოსვლა იყო – წარმატებული გუნდისთვის შესაფერისი.” – ამბობს სუარესი.



