მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” “სევილია” უშანსოდ დატოვა

“ბარსელონამ” “სევილია” უშანსოდ დატოვა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩი “კამპ ნოუზე”, სადაც ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდნენ. ლუის ენრიკეს კოლექტივმა ანდალუსიური გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 3:0 და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

დღევანდელ მატჩში თავი გამოიჩინეს ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ. არგენტინელმა “სევილიას” კარში დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში პირველი პოზიცია გაიმყარა (27).

“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” გამარჯვება პირველ ნახევარში გაინაღდეს. მატჩს უდანაკარგოდ არ ჩაუვლია. არბიტრმა ჟერარ პიკე და რაკიტიჩი გააფრთხილა. ხორვატი და ესპანელი ყვითელ ბარათთა დაუშვებელი რაოდენობის გამო “მალაგასთან” ვერ ითამაშებენ.

ამჟამად, კატალონიელთა ანგარიშზე 69 ქულაა 30 მატჩში. “სამეფო კლუბი” სულ მალე გამართავს თავის შეხვედრას “ლეგანესის” წინააღმდეგ.

აპრილი “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” შესანიშნავად დაიწყეს. ამ თვეში “ბარსელონა” კიდევ 7 მატჩს ჩაატარებს.

[media=https://www.youtube.com/watch?v=-ex9p4EzEYE]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში