მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკემ “სევილიასთან” მატჩის განაცხადი დაასახელა

ენრიკემ “სევილიასთან” მატჩის განაცხადი დაასახელა

“სევილიასთან” დღეს გასამართი მატჩის განაცხადი ცნობილია. გუნდს დისკვალიფიკაციამოხდილი ლეო მესი და მწვრთნელის მიერ წინა მატჩში დასვენებული ჟერარ პიკე დაუბრუნდნენ.

“ბარსელონას” ტრავმირებული ალეიშ ვიდალი, არდა თურანი და რაფინია ალკანტარა ვერ დაეხმარებიან. მათ გარდა, განაცხადში ჟორდი მასიპი და ჟერემი მატიე ვერ მოხვდნენ. ლუის ენრიკემ კვლავ გამოიძახა “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი კარლეს ალენია.

კატალონიელთა განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, უმტიტი, ალენია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში