მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” რაფინიას კარგავს

“ბარსელონა” რაფინიას კარგავს

“ბარსელონას” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში, “გრანადას” წინააღმდეგ, ტრავმის გამო მოედანი მე-17 წუთზე დატოვა.

უახლოეს მომავალში რაფინია სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა და რამდენი ხნით იუქმებს ბრაზილიელი.

მიმდინარე სეზონში ალკანტარამ “ბარსელონას” მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მედიამ დაწერა, რომ ის კატალონიური კლუბის დატოვების ვარიანტს განიხილავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში