Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ ზაფხულში, შესაძლოა, კლუბი დატოვოს. 24 წლის ბრაზილიელს არ აკმაყოფილებს სათამაშო პრაქტიკის სიხშირე. მას გუნდში უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაში სურს.
რაფინია ხვდება, რომ ახლა მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგას და “თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა” მის გეგმებში არ შედის.
ამავდროულად, ნახევარმცველს არ სურს დატოვოს კლუბი, სადაც ძალიან დიდი გზა განვლო. სავარაუდოდ, ბრაზილიელი ზაფხულში განვითარებული მოვლენების მიხედვით იმოქმედებს, როცა ცნობილი გახდება, თუ ვინ ჩაიბარებს “ბარსელონას”.
რაფინია ახალ მწვრთნელთან თავის მომავალს განიხილავს და შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. მიმდინარე სეზონში, ლა ლიგაში ბრაზილიელმა 17 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.




არსად არ წავა!!!
უნდა წავიდეს რაფინია აუცილებლად. თამაშში გარდატეხა ძალიან იშვიათად შეაქვს მისთვისაც უკეთესი იქნება. განვითარებისთვის საჭირო წლებს სკამზე ვერ გაატარებს. სხვა გუნდში გაიხსნება აუცილებლად. აუცილებელია არაა ბარსაში სკამზე ჩაკვდეს.
არ უნდა წავიდეს რაფინია
არენდით გაუშვან მაგალიტად ლასპალმასში.
Cadi cadi