მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო სავარჯიშო სესია “გრანადასთან” მატჩამდე

ბოლო სავარჯიშო სესია “გრანადასთან” მატჩამდე

2-კვირიანი სანაკრებო პაუზა როგორც იქნა დასრულდა. “ბარსელონამ” ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩამდე ბოლო სავარჯიშო სესია ჩაატარა და ახლა გუნდი “გრანადას” წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.

ამ კვირაში, ენრიკეს განკარგულებაში დაბრუნდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ეროვნულ გუნდთა ღირსება დაიცვეს.

შაბათს გამართულ სავარჯიშო სესიაში ძირითადი შემადგენლობის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა ჟერარ პიკეს გარდა, რომელიც თავად ასტურიელის გადაწყვეტილებით დაისვენებს. ის კარლეს ალენიამ ჩაანაცვლა “ბარსა ბ”-დან.

გუნდი გრანადაში ხვალ გაემგზავრება, მას შემდეგ, რაც განაცხადი ცნობილი გახდება. აპრილის 9-მატჩიან მარათონს ენრიკე “ნუევო ლოს კარმენესზე” დაიწყებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში