“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ კატალონიური კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელზე, რონალდინიოზე ისაუბრა.
“რონალდინიო უნიკალური ფეხბურთელი იყო. მან “ბარსელონას” კურსი შეცვალა და ყველა გააბედნიერა, როგორც ფეხბურთელები, ისევე გულშემატკივრები. გარდა ამისა, რონალდინიოს მოსვლის შემდეგ “ბარსელონას” სხვა მნიშვნელოვანი რაღაცეებიც დაემატა. მაგალითად, ჩვენ გუნდში სამუელ ეტო’ოც გადმოვიდა. ამ ყველაფერმა გუნდს სხვა მასშტაბი მისცა.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს beIN Sports.



