მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავარჯიშო სესია “სანტ ჟოან დესპიზე”

სავარჯიშო სესია “სანტ ჟოან დესპიზე”

ორდღიანი დასვენების შემდეგ, “ბარსელონამ” სავარჯიშო სესია ჩაატარა. დაბრუნდა რაფინია ალკანტარა, რომელიც გასტროენტერიტის გამო (კუჭისა და ნაწლავების ანთება) “დეპორტივოსთან” მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. ბრაზილიელს ორშაბათსაც არ უვარჯიშია.

ხუთშაბათს ჯგუფი კვლავ გაერთიანდა. სესია “სანტ ჟოან დესპიზე” ჩატარდა. ლუის ენრიკემ გამოიძახა სარეზერვო გუნდის 5 ფეხბურთელი: კაპტუმი, ბორხა ლოპესი, რომერა, ნილი და კარბონელი.

ვიდალსა და მატიესთან ერთად, არ იყო ნეიმარი, რომელსაც ბარძაყის პრობლემა აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში