დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, “ბარსელონა” ვიგოს “სელტას” უმასპინძლებს. ლუის ენრიკემ “ბარსელონას” განაცხადი დაასახელა ამ მატჩისთვის.
“ბარსელონას” განაცხადში ერთი ცვლილებაა “სპორტინგთან” მატჩის განაცხადთან შედარებით. ეს ეხება არდა თურანს, რომელმაც ანდრე გომეში ჩაანაცვლა.
ანდრე გომეშმა პარასკევს არ ივარჯიშა. პორტუგალიელი ნახევარმცველი შეუერთდა ტრავმირებულების სიას (ვიდალი და მატიე).
განაცხადში ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით არ მოხვდა მეკარე მასიპი.
სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, უმტიტი.




ესეც კაი შენელებული კადრია
მეღირსა
ძმაო არდა ბარშაშI ბევრსა ჯობია გომეშსაც და სხვა ვ იღაცებს რომელიც იმსახრუებს ყოველთვის პირველ11 იყოს ენრიკე არ ათამაშEბს !
არვიცი ამკაცს რატო არ ენდობა ენრიკე მაგრამ ფაქტია რო როცა თამაშობს მშვენივრად გამოიყურება შეტევაში დგა გოლებს იტანს ნახეწვარმცველად დგა მშვენივრად ანაწილებს ბურთს.
Getanxmebi 100% it!
კარგია