“ბარსელონას” ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში (1:2) მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
“ატლეტიკო” ძალიან მაღალ პრესინგს მიმართავდა, ამიტომ განსხვავებული სქემით (3-4-3) ვითამაშეთ. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. “ვისენტე კალდერონზე” გამარჯვება ძალიან რთულია, მაგრამ 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ.
რაც შეეხება დამცავ ნიღაბს, ის კიდევ ერთი კვირა უნდა ვიხმარო, მაგრამ დღეს მის გარეშე თამაში გადავწყიტე”, – აცხადებს რაფინია.



