მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” განაცხადი “ატლეტიკოსთან” მატჩისათვის

“ბარსელონას” განაცხადი “ატლეტიკოსთან” მატჩისათვის

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩისათვის თავისი გუნდის განაცხადი დაასახელა.

18-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, ალკასერი, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, უმტიტი და მატიე.

ასტურიელმა სპეციალისტმა არდა თურანი, რომელმაც ტრავმა ახლაზანს მოიშუშა, კვლავ განაცხადს მიღმა დატოვა. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ლაზარეთში, ამ დროისათვის, ხავიერ მასკერანო და ალეიშ ვიდალი არიან.

შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანა” ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში “ვისენტე კალდერონზე” “ატლეტიკოს” ესტუმრება, მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში