RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” ახალი სეზონის დაწყებამდე ერთმანეთს საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე დაუპირისპირდებიან.
წყაროს ცნობით, ესპანური გრანდები ერთმანეთს 29 ივლისს მაიამიში გაეჯიბრებიან. გარდა ამისა, ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი გუნდებიც, როგორებიც “იუვენტუსი” და “მანჩესტერი” არიან. მათთან კატალონიელები, შესაბამისად, 22 და 25 ივლისს ითამაშებენ. ამ შეხვედრების შემდეგ კატალონიური კლუბი კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს ევროპაში.



