1931 წლის 7 სექტემბერს დაიბადა ხოსეპ ლუის ნუნიესი. ის “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული პრეზიდენტია. წარმოგიდგენთ, barcamania.com-ის მიერ შემოთავაზებულ სტატიას მის ცხოვრებაზე.
თითქმის 120-წლიან ისტორიაში, რომელიც ს/კ “ბარსელონას” გააჩნია, არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა 9 წელზე მეტი ხნით გაჩერებული “ბარსელონაში”, გარდა ერთისა. ესაა ხოსეპ ლუის ნუნიეს ი კლემეტე, რომელიც 22 წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა გუნდს. მან გარდატეხა შეიტანა “ბარსას” ისტორიაში.
ხოსეპი იყო ჭეშმარიტად დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მან საქმიანობა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო და თითქოს, მისი საქმიანობა მარადიული იყო, მაგრამ 2000 წელს მან ვეღარ გაუძლო კრიტიკასა და ოპოზიციას.
ალბათ, არცერთ სხვა პრეზიდენტს არ შესწევს უნარი, რომ ასე განავითაროს კლუბი. 1978 წლამდე, “ბარსელონა” მიიჩნეოდა რანგით მეორე კლუბად ესპანეთში. ასევე, კლუბში იყო დიდი ფინანსური კრიზისი და რეალურად, კატალონიისა და ესპანეთის გარდა, “ბარსელონას” არ ჰქონდა მნიშვნელოვნად განთქმული სახელი.
ნუნიესმა გაუთქვა სახელი კლუბს მსოფლიოს მასშტაბით, მოაძლიერა ეკონომიკურად, ასევე, უამრავი ტიტული მოიგო გუნდმა მის დროს (არამარტო ფეხბურთში). სახელი “ბარსელონა”, რომელიც ძლივს იყო ცნობილი მსოფლიოში, გახდა ერთ-ერთი რეიტინგული კლუბი.
ამერიკელები მას ეძახდნენ “თვითნაკეთ ადამიანს”.
მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი ბასკების ქვეყნიდან კატალონიაში გადავიდა საცხოვრებლად, იყო ომისშემდგომი პერიოდი. მძიმე ცხოვრება იყო…
მან დაიწყო სამშენებლო ბიზნესი. დაქორწინდა მარია ლუის ნავაროზე. მან წლების განმავლობაში დიდ წარმატებას მიაღწია მსხვილი ფირმის სახელით.
გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში სახელი ხოსეპ ლუის ნუნიესი გახდა ცნობილი, მაგრამ ძალიან ბევრს შურდა და სძულდა ის. მან შეიძინა ბინა სოციალური სტატუსით. ეს იყო გზა იმისა, რომ ის ჩამჯდარიყო იმ დროის ქალაქის ცხოვრებაში. მემარცხენეებს სძულდათ ის და ამ სიძულვილში გაატარა მან საკუთარი პროფესიული კარიერა.
1970-იანი წლების შუა რიცხვებში, მან გადაწყვიტა გაეკეთებინა “დიდი ნახტომი”. მის პროფესიულ წარმატებას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ამიტომ, მას სურდა განემტკიცებინა პრესტიჟი და აღიარება. იმ დროისთვის, საუკეთესო ვარიანტი იყო “ბარსელონას” პრეზიდენტის სავარძელში მოთავსება.
იმ დროისთვის, “ბარსელონაში” იგეგმებოდა დემოკრატიული არჩევნები. ერთ-ერთი კანდიდატი იყო ბარსელონელი პუბლიცისტი ვიქტორ საჩი, ლეგენდარული საჩი ბარბას შვილი.
მაგრამ საჩი გავიდა ამ ბრძოლიდან. “ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ შემდეგი ადამიანები: ფერნან არინო, ნიკოლაუ კასაუსი და მესამე, უმსხვილესი სამშენებლო მეწარმე – ხოსეპ ლუის ნუნიესი.
ცნობილია, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელებიდან, იოჰან კრუიფმა და რეშაკმა საჯაროდ დაუჭირეს მას მხარი. იმ დროს, ნუნიესი იყო ახალგაზრდა, ასევე არ იყო ცუდი წარსულის მქონე. ის იყო მზად, რომ გაეძლიერებინა კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე, მან 10 353 ხმა მიიღო. მან უფლება მიიღო იმისა, რომ ყოფილიყო “ბარსელონას” პრეზიდენტი 4 წლით. მან მოადგილეებად დაისვა ჟოან გასპარი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნიკოლაუ კასაუსი, რის გამოც, მას ბევრმა დასცინა. ის მუშაობას შეუდგა და პირველივე მიზანი იყო გადაეჭრა ეკონომიკური პრობლემა.
მან შეაგროვა 409 მილიონი პესეტა და დაიწყო კლუბში ტრანსფერების კეთება. გარდა ამისა, მან შექმნა “ლა მასია”, “მინი ესტადი”, დააარსა კლუბის მუზეუმი…
ტრანსფერები
1978/79 წ.წ:
წავიდნენ – კრუიფი, კრასლი
მოვიდნენ – კრაკლი, კარასკო, კალდერა
მწვრთნელები – მიულერი, რიფე
თასი – თასების მფლობელთა თასი
1979/80 წ.წ.:
წავიდნენ – ნეესკენსი
მოვიდნენ – სიმონსენი
მწვრთნელები – რიფე, ე. ერერა
თასი – არაფერი
1980/81 წ.წ.:
წავიდნენ – ერედია, კოსტასი, დე ლა კრუსი
მოვიდნენ – შუსტერი, ალესანკო, კინი
მწვრთნელი – კუბალა, ე. ერერა
თასი – მეფის თასი
1981/82 წ.წ.:
წავიდნენ – რეშაკი, კრანკლი, ასენსი
მოვიდნენ – მორატალია, ურუტიკოეჩეა, მუნიოსი, მორანი, მირანდა
მწვრთნელები – ლატეკი
თასი – თასების მფლობელთა თასი
1982/83 წ. წ.:
წავიდნენ – სუვირია, რამოსი
მოვიდნენ – მარადონა, პ. ალონსო, მ. ალონსო, ორტეგა, ალბერტო, კლოსი.
მწვრთნელები – ლატეკი, მენოტი
თასი – მეფის თასი, ლიგის თასი
1983/84 წ.წ.:
წავიდნენ – სიმონსენი, კასტელია
მოვიდნენ – კალდერე, როხო
მწვრთნელები – მენოტი
თასი – ესპანეთის სუპერთასი
1984/85 წ.წ.:
წავიდნენ – მარადონა, კინი, ოლმო, არტოლა.
მოვიდნენ – არჩიბალდი
მწვრთნელები – ვენეიბლზი
თასი – ლიგის თასი
1985/86 წ.წ.:
წავიდნენ – პ. ალონსო
მოვიდნენ – ამარილია
მწვრთნელები – ვენეიბლზი
თასი – ლიგის თასი
1986/87 წ.წ.:
წავიდნენ: – ალონსო, ლორენსო, სანჩესი
მოვიდნენ – ამორი, სუბისარეტა, ფერნანდესი, ჰიუზი, ლინეკერი
მწვრთნელები – ვენეიბლზი
თასი – არაფერი
1987/88 წ. წ.:
წავიდნენ – ურუტიკოეჩეა, ვიგო, ალონსო
მოვიდნენ – მილია
მწვრთნელები – ვენეიბლზი, არაგონესი
თასი – მეფის თასი
როგორც ხედავთ, გუნდში არერთი წარმატებული ფეხბურთელი მოვიდა, მათ შორის გარი ლინეკერი, სუბისარეტა, ამორი, მარადონა… კლუბმა განავითარა ლა მასია, ასევე დიდი წინააღმდეგობა გაუწია მადრიდის “რეალს”.







სტატია თარგმნა: .Més..Que..Un..Club.
მადლობა ყურადღებისთვის!!!
გაგრძელება იქნება…
მაგარი სტატიაა საღო მწერალს!!!
რა ნასკებივით სცვლიდა მწვრთნელებს რაიყო :დდდდ
uechvelii unda gadmoviyvanot vinme magari marjvena mcvelii belerini magariaa da robertoc centrshii amoiwevs sharshaaan naxx dacvashiii magrad idgaa robertoo
იქნება ლაივი კი
gaixare
Bichebo reali tamashs universali ar uchvenebs?
Valensia reali iqneb ramenairad valenaiam free mainc etamashos shansebi 30-70 realis sasargeblot