“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, პატრიკ კლუივერტმა “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ (4:0), ფრანგულ კლუბში ლიონელ მესის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
“მესის ტრანსფერი? არსებობს ასეთი ანდაზა: “არასოდეს თქვა არასოდეს”. ნებისმიერ გუნდს სურს ისეთი მაღალი დონის მოთამაშე, როგორიც ლიონელია.”-ამბობს კლუივერტი.
მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ თუ მედიას დავუჯერებთ, არგენტინელის მამამ და კატალონიურმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწიეს.


