პსჟ – “ბარსელონა” (პრევიუ)

პსჟ – “ბარსელონა” (პრევიუ)

14 თებერვალს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “პარი სენ-ჟერმენი” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე, სტადიონ “პარკ დე პრენსზე” დაიწყება. მთავარი არბიტრი სიმონ მარსინიაკი იქნება.

“ბარსელონას” განაცხადი ასეთია: ტერ შტეგენი, სილესენი, მასიპი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, ალკასერი, ალბა, დინი, ს.რობერტო, გომეში, უმტიტი, მატიე, ალენია და ნილი.

ტრავმების გამო კვლავ განაცხადს მიღმა დარჩნენ არდა თურანი და ხავიერ მასკერანო. გარდა ამისა, “ბარსელონას” ლაზარეთს ხანგრძლივი ვაიდთ შეუერთდა ალეიშ ვიდალი.

“პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური საიტის ცნობით, ხვალინდელ შეხვედრას ბრაზილიელი მცველი, ტიაგო სილვა გამოტოვებს, რომელსაც კუნთის პრობლემები აწუხებს. ეს გარკვეულ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს იმის ფონზე, რომ კატალონიური კლუბი დაპირისპირებას შესანიშნავი განწყობით შეხვდება.

“ბარსელონას” მიერ ჩატარებული ბოლო შეხვედრა ძალიან სანახაობრივი გამოდგა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა 11 თებერვალს, ესპანეთის სამეფო თასის ფინალისტი, “ალავესი” ანგარიშით, 6:0 დაამარცხეს. “მენდისოროსაზე” გამართულმა დაპირისპირებამ ნათლად აჩვენა, რომ გუნდის ლიდერები ლუის სუარესი და ლიონელ მესი მოწოდების სიმაღლეზე არიან, ნეიმარ და სილვა კი საუკეთესო ფორმას უახლოვდება.

ბოლოს, ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით შეხვედრა 6 დეკემბერს გამართა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “ბარსელონამ” მიონხენგლადბახის “ბორუსია” 4:0 დაამარცხა და ტურნირის საწყისი ეტაპი 15 ქულით დაასრულა.

უნაი ემერი, სამწვრთნელი კარიერის მანძილზე “ბარსელონას” 23-ჯერ დაუპირისპირდა და აქედან, გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. 2013 და 2015 წლებში ფრანგებისა და კატალონიელების 2-მატჩიანი დაპირისპირება “ლურჯ-ბროწეულისფერთა” წარმატებით დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ 2017 წელს, “პარკ დე პრენსზე” გამართულ 11 მატჩში პსჟ არ დამარცხებულა (10 მოგება, 1 ფრე). ბოლოს ფრანგებმა “ბარსელონას” 2014 წლის სექტემბერში მოუგეს (3:2).

ლუის ენრიკე მატჩის წინ:

“პარკ დე პრენსთან” კარგი მოგენებები გვაკავშირებს, რადგან ბოლო წლებში იქ ჩვენ კარგი მატჩები ვაჩვენეთ. შევეცდებით, ხვალაც იგივე გავიმეოროთ.

“პარი სენ-ჟერმენთან” მატჩს კარგ ფორმაში ვხვდებით. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ.

უნაი ემერი მატჩის წინ:

“არ ვთვლით, რომ ჩვენი ფეხბურთელები სხვებს არ აღემატებიან. ისინი ისტორიას წერენ. წარმატების გასაღები კოლექტიურ თამაშშია. ეს მნიშვნელოვანი მომენტია სეზონში. ჩვენი გუნდი მოტივირებულია. მე დარმწმუნებული ვარ პსჟ-ში. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რათა “ბარსელონას” პრობლემები შევუქმნათ. ჩემთვის ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომლითაც მსურს ვისარგებლო.”

ბომბარდირთა დავაში კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი, ლიონელ მესი ლიდერობს (10 გოლი), რომელსაც “პარი სენ-ჟერმენის” ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანი მოსდევს.


გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია